ევროვიზია 2022-ის გამარჯვებული უკრაინა გახდა

იტალიაში მიმდინარე ფინალურ კონცერტზე ევროვიზია 2022-ის გამარჯვებული გამოვლინდა. გამარჯვებული ქვეყანა უკრაინა გახდა – ჯგუფი Kalush Orchestra სიმღერით Stefania. შესაბამისად, მომავალი ევროვიზიის მასპინძელიც ეს ქვეყანა იქნება.

ეს უკრაინის მესამე გამარჯვებაა, აქამდე ქვეყანა „ევროვიზიის“ გამარჯვებული 2004 და 2016 წლებში გახდა.

მაქსიმალური 12 ქულა უკრაინას პოლონეთის, ლიეტუვის, რუმინეთის, ლატვიის, მოლდოვას ქვეყნების ჟიურიმ მიანიჭა. 

საქართველოდან ჟიურის ყველაზე მაღალი შეფასება – 12 ქულა გაერთიანებულ სამეფოს ერგო, რომელიც მეორე ადგილზე გავიდა. 

ქართული ჟიურისგან უკრაინამ 6 ქულა მიიღო, ქართველი მაყურებლისგან კი მაქსიმალური - 12.

მოგვიანებით საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე ეროვნული ჟიურის ქულებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოდან ეროვნულმა ჟიურიმ ყველაზე მაღალი შეფასება – პირველი ადგილი უკრაინას მისცა, რაც 12 ქულას ნიშნავს. "ამას მოწმობს ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტი, რომელიც გადაეგზავნა ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ორგანიზატორებს. საზოგადოებრივი მაუწყებელი ამ საკითხთან დაკავშირებით ევროვიზიის კონკურსის ორგანიზატორებთან დეტალებს არკვევს", - აღნიშნულია განცხადებაში.

სიმღერის შესრულების შემდეგ ჯგუფის წევრებმა უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ ისაუბრეს. ოლეგ პსიუკმა დისკვალიფიკაციის საფრთხის ქვეშ, მსოფლიოს სთხოვა, "დაეხმარონ უკრაინას, მარიუპოლს, დაეხმარონ აზოვსტალს ახლავე".

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები