რუსი ოკუპანტები იმდენად ცინიკოსები არიან, რომ გადაწყვიტეს უკრაინაზე შურისძიება ევროვიზიის 2022-ის გამარჯვებისთვის - მარიუპოლის დამცველებს ცეცხლგამჩენი ბომბები „გაუგზავნეს“ წარწერით - „14.05 - კალუშა, როგორც გვთხოვე!“, - ამის შესახებ მარიუპოლის მერის მრჩეველმა პეტრ ანდრიუშჩენკომ განაცხადა.
"ეს არის რუსი სამხედროების რეაქცია ჩვენს გამარჯვებაზე „ევროვიზია 2022“-ზე“, - წერს ანდრიუშჩენკო.
ევროვიზია 2022-ის გამარჯვებული უკრაინული ჯგუფი Kalush Orchestra გახდა, გამოსვლის ბოლოს ჯგუფს წევრებმა მსოფლიოს მარიუპოლის და "აზოვსტალის“ დახმარებისკენ მოუწოდეს.
"დაეხმარეთ უკრაინას, მარიუპოლს, დაეხმარეთ აზოვსტალს ახლავე", - აღნიშნა ოლეგ პსიუკმა.