მირჩა ჯოანა - ღია კარის პოლიტიკა რჩება მნიშვნელოვანი ნატო-სთვის, საქართველო ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია

ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილის მირჩა ჯოანას განცხადებით, ღია კარის პოლიტიკა ალიანსისთვის მნიშვნელოვანია.

"ღია კარის პოლიტიკა რჩება მნიშვნელოვანი ნატო-სთვის და შემიძლია, ვთქვა, რომ საქართველო ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია, შავი ზღვა ხდება ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ვხედავთ შავი ზღვის ბლოკირებას, რუსეთი ცდილობს უკრაინის ეკონომიკის დათრგუნვას და ქმნის საკვების უსაფრთხოების პრობლემებს მსოფლიოს სხვა ნაწილებში. ასევე, მოლდოვას რესპუბლიკა, ბოსნია ჰერცეგოვინა ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან. 

ასე რომ, მოკავშირეები, ასევე ევროკავშირი ეძებენ გზებს, რათა პარტნიორების მხარდაჭერა უზრუნველყოფილი იყოს ამ რთულ ვითარებაში“, – განაცხადა მირჩა ჯოანამ.

მან ასევე ფინეთისა და შვედეთის ალიანსში გაწევრიანების პერსპექტივაზეც ისაუბრა.

"ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს იმ დემოკრატიულ პროცესებს, რომელიც მიმდინარეობს ფინეთსა და შვედეთში. თუ ისინი გადაწყვეტენ წევრობას, მე ვარ დარწმუნებული მოკავშირეები საკითხს შეხედავენ კონსტრუქციულად და პოზიტიურად. ფინეთიც და შვედეთიც ნატოს უახლოესი პარტნიორები არიან. ისინი წარმოადგენენ დემოკრატიებს, სადაც დაცულია კანონის უზენაესობა, ჰყავთ ძლიერი ჯარი და უკვე დიდი წვლილი შეაქვთ ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებაში. ნატო ყოველთვის პატივს სცემს თითოეული სახელმწიფოს სუვერენულ უფლებას აირჩიოს საკუთარი მომავალი და ეს არ არის თემა, რომელზეც მესამე ქვეყანას შეუძლია ვეტო გამოიყენოს”, - განაცხადა მირჩა ჯოანამ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები