სტოლტენბერგი - პუტინს სურდა დამარცხებული უკრაინა, ნატო-ს დაცემა, მაგრამ უკრაინა დგას, ნატო ძლიერია, როგორც არასდროს

პუტინს სურდა დამარცხებული უკრაინა, ნატო-ს დაცემა, ევროპის და ჩრდილოეთ ამერიკის დაყოფა, მაგრამ უკრაინა დგას, ნატო ისეთი ძლიერია, როგორც არასდროს, ევროპა და ჩრდილოეთ ამერიკა კი მყარად არიან გაერთიანებული, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

"მოკავშირეებმა ისაუბრეს უკრაინის მიმართ ძლიერ მხარდაჭერაზე, ნატო-ს შეკავებისა და თავდაცვის შემდგომ გაძლიერებაზე და ომის გრძელვადიან შედეგებზე, მათ შორის რუსეთის მიმართ ჩვენს სამომავლო დამოკიდებულებაზე. 

რუსეთის ომი უკრაინაში მოსკოვის გეგმის მიხედვით არ წარიმართა. მათ ვერ აიღეს კიევი, უკან იხევენ ხარკოვიდან, დონბასში კი მთავარი შეტევა შეფერხდა. რუსეთი ვერ აღწევს თავის სტრატეგიულ მიზნებს. პრეზიდენტ პუტინს სურდა დამარცხებული უკრაინა, ნატო-ს დაცემა, ასევე ევროპის და ჩრდილოეთ ამერიკის დაყოფა, მაგრამ უკრაინა დგას, ნატო ისეთი ძლიერია, როგორც არასდროს, ევროპა და ჩრდილოეთ ამერიკა მყარად არიან გაერთიანებული.

უკრაინას შეუძლია ამ ომის მოგება. უკრაინელები მამაცურად იცავენ საკუთარ მიწას. ნატო უკრაინის უსაფრთხოებას მილიარდობით დოლარით ეხმარება“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები