შვედეთის პრემიერი - ნატო-ში გაწევრიანების გადაწყვეტილება არა რუსეთის წინააღმდეგ გადადგმული, არამედ შვედეთისთვის საუკეთესო ნაბიჯია

შვედეთმა ნატო-ში გაწევრიანების შესახებ გეგმების შესახებ ოფიციალურად განაცხადა, შესაბამისი გადაწყვეტილება ქვეყნის მმართველმა პარტიამ მიიღო. 

როგორც "სოციალ-დემოკრატების“ მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, „სოციალ-დემოკრატები“ იმუშავებენ იმისთვის, რომ ნატომ შვედეთის განაცხადი დააკმაყოფილოს“. 

ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მაგდალენა ანდერსონმა აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება არა რუსეთის წინააღმდეგ გადადგმული, არამედ შვედეთისთვის საუკეთესო ნაბიჯია. 

მისივე თქმით, შვედეთი ცდილობს გააძლიეროს ქვეყნის უსაფრთხოება და ის იქნებოდა "ძალიან დაუცველ მდგომარეობაში“, თუ დარჩებოდა ბალტიის რეგიონის ერთადერთ ქვეყანად ნატოს მიღმა.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების განზრახვას შეცდომა უწოდა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები