ვიქტორ ყიფიანი - ფაქტების ასე სინქრონულმა ამოქმედებამ განაპირობა ჩვენი ძალიან ფაქიზი და გაწონასწორებული მინიშნებები, რა დგას ამ ფაქტების ერთობლიობის უკან

სანქციების არსი ვინმეს დასჯაა რაღაცის სანაცვლოდ. ყოველთვის ერთი და იგივე კითხვა მაქვს - რა ფაქტებზე, რა გარემოებებზე ვსაუბრობთ ჩვენ ბატონ ივანიშვილთან მიმართებაში, როდესაც ამა თუ იმ სანქციის ამოქმედებაზეა საუბარი, - ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა, იურიდიული ფირმა „ემ ქეი დის“ უფროსმა პარტნიორმა, ვიქტორ ყიფიანმა „იმედი კვირასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მან ბიძინა ივანიშვილის „კრედიტ სუის“ სატრასტო კომპანიასთან არსებულ დავასთან დაკავშირებით ვრცლად ისაუბრა. 

მისი თქმით, მათ შესაბამის ინსტანციაში უკვე სარჩელი აღძრეს, რაც აძლევს საშუალებას, ამ თემაზე საჯაროდ ისაუბროს. 

"ჩვენ ველოდებით მოსამზადებელი სხდომის ჩანიშვნას, სადაც განისაზღვრება დავის მიმდინარეობის გრაფიკი, ამ დავას თავისი როლი და მნიშვნელობა აქვს, მაგრამ მე მაინც აღვნიშნავდი, რომ ეს დავა არის ერთ-ერთი ეპიზოდი იმ მთლიან დიდ სურათში, რომელიც საბანკო ჯგუფთან დავას უკავშირდება და რამდენიმე ქვეყანაში მიმდინარეობს“, - განაცხადა ყიფიანმა. 

მისი თქმით, აღნიშნული დავა „კრედიტ სუისთან“ ბიძინა ივანიშვილის პირველი დავა არ არის. წლებია, საბანკო ჯგუფს საქართველოს ყოფილი პრემიერი რამდენიმე იურისდიქციაში ედავება. ერთ-ერთი ბერმუდას კუნძულის სასამართლოა, რომლის პირველმა ინსტანციამ ივანიშვილის ყველა სასარჩელო მოთხოვნა დააკმაყოფილა. საბანკო ჯგუფის სატრასტო კომპანიის მხრიდან დარღვევების დადგენის შემდეგ ივანიშვილისთვის ზიანის ასანაზღაურებელ თანხად 607,350 მლნ განისაზღვრა. მორიგი სარჩელის შეტანის მიზეზი კი გადარიცხვებთან დაკავშირებით შექმნილი პრობლემა გახდა. 

"ჩვენი მხარის პრინციპული გადაწყვეტილება იყო, რომ რა მასშტაბისაც არ უნდა ყოფილიყო უსწორობა, რა დოზითაც არ უნდა ყოფილიყო მისი უფლებების შელახვა, ყველა ფაქტზე მომხდარიყო რეაგირება სამართლისა და კანონის ფარგლებში. ამდენად, შესაძლოა, ამ დავის ფინანსური დატვირთვა გადარიცხვებთან დაკავშირებით, გაცილებით მომცროა, ვიდრე ბერმუდასა და სინგაპურზე დავების შემთხვევაში, მაგრამ ის, რომ უნდა იყო თანმიმდევრული და პრინციპული და ჩვენი მიდგომის ერთიანობა შევინარჩუნოთ, ამ სარჩელის შეტანა ამ მიზანს ემსახურება“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა.

მისი განმარტებით, „კრედიტ სუის“ სატრასტო კომპანიას გადარიცხვის შეფერხებაზე ჯეროვანი განმარტება, არაერთი წერილობითი მოთხოვნის მიუხედავად, არ ჰქონია. მათი განცხადებით, შეფერხება აღმოსავლეთ ევროპაში მიმდინარე გეოპოლიტიკურ პროცესებს უკავშირდება. 

"ამავე პერიოდს ემთხვევა ხელოვნების ნიმუშების გადაადგილებისთვის შექმნილი სირთულეები და ვერტმფრენის საქართველოში ტრანსპორტირების საკითხი. სამივე ფაქტი პირდაპირ ერთმანეთს არ უკავშირდება, არც ერთ ორგანიზაციას. ერთია, რომ შეფერხებების ხასიათი, ისევე როგორც დროში მათი თანხვედრა, ასევე ერთ-ერთი პასუხი, რომელიც ჩვენ გადარიცხვებთან დაკავშირებით მივიღეთ, კერძოდ, აღმოსავლეთ ევროპაში მიმდინარე გეოპოლიტიკური პროცესები, როდესაც საქართველოს არც პირდაპირ და არც ირიბად უკრაინაში მიმდინარე ომთან, სამხედრო მოქმედებებთან შეხება არ აქვს, რა თქმა უნდა, ამან ჩვენში გარკვეული ეჭვები აღძრა. იგი უკავშირდება, მათ შორის, ქვეყნის შიგნით მიმდინარე ძალიან ცხარე დებატებს პოლიტიკურ ველზე და შესაძლოა, ეს მარტო ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებსაც არ უკავშირდებოდეს - გვესმის უკრაინის მხრიდან სხვადასხვა შეფასება, საქართველოს სამხედრო მოქმედებებში ჩართვა-არ ჩართვის შესახებ, ე.წ. მეორე ფრონტის საკითხი. ამდენად, ფაქტების ასე სინქრონულმა ამოქმედებამ, ერთ დროში და ერთი და იგივე სიმძაფრით, განაპირობა ჩვენი ძალიან ფაქიზი და გაწონასწორებული მინიშნებები - რა დგას ამ ფაქტების ერთობლიობის უკან და როგორ შეიძლება მათი წაკითხვა და ინტერპრეტირება“, - განაცხადა ყიფიანმა. 

ადვოკატისთვის გაურკვეველია, საიდან გაჩნდა სიტყვა „სანქცია“ აღნიშნული დავის კონტექსტში.

"ვინც ოდნავ მაინც იცნობს სანქციების თემას, იცის, რომ სანქციების ამოქმედებას წინ უსწრებს თავისი მატერიალური პირობები და მას გარკვეული პროცედურული მექანიზმები აქვს. ვინც თემას იცნობს, როგორ უკავშირებს სანქციების ამ მატერიალურ და პროცედურულ საკითხს, იმ დავასთან, რომელზეც აღვნიშნეთ და რა კავშირშია ზემოთ აღნიშნული სანქციების ამოქმედება-არ ამოქმედებასთან?! სანქციების არსი ვინმეს დასჯაა რაღაცის სანაცვლოდ. ყოველთვის ერთი და იგივე კითხვა მაქვს - რა ფაქტებზე, რა გარემოებებზე ვსაუბრობთ ჩვენ ბატონ ივანიშვილთან მიმართებაში, როდესაც ამა თუ იმ სანქციის ამოქმედებაზეა საუბარი“, - განაცხადა ყიფიანმა. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები