ქუთაისში ნიკა გვარამიას მხარდამჭერი აქცია გაიმართა

"სოლიდარობა ნიკა გვარამიას“, „თავისუფლებისათვის“,  „მედიას ვერ დაამარცხებთ“ - ამ გზავნილებით ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე ჟურნალისტები, პოლიტიკოსები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები შეიკრიბნენ და "მთავარი არხის" დამფუძნებლის ნიკა გვარამიას დაკავება გააპროტესტეს. 

აქციის წარმომადგენლების განცხადებით, ამ გადაწყვეტილებით, ქვეყანა დიდი ნაბიჯებით შორდება ევროპულ მომავალს და რუსეთისაკენ მიექანება. 

"ქვეყნისთვის დემოკრატიისა და ევროპისკენ მიმავალი გზა იკეტება, ეს დაადასტურა დღე ნიკა გვარამიას მიმართ გამოცხადებულმა განაჩენმა. ასევე დიდი მწუხარებით მინდა, აღვნიშნო, რომ ჩვენ თანდათან ვხდებით რუსეთის უკანა ეზო.  მგონია, რომ ეს არ უნდა დაუშვას ქართულმა საზოგადოებამ, ვისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ გადარჩეს ჩვენი ქვეყანა“, - განაცხადა ჟურნალისტმა ქეთი ბერძენიშვილმა. 

“მთავარი არხის” გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას თავისუფლების სამი წლით და 6 თვით აღკვეთა მიუსაჯეს. მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ ნიკა გვარამიას სასამართლო დარბაზში დაკავების გადაწყვეტილება მიიღო. ის უკვე რუსთავის ციხეშია გადაყვანილი.

უახლესი ამბები