ნიკოლოზ სააკაშვილი - მორჩით პრეზიდენტის სიცოცხლით თამაშს, სასწრაფოდ დაიწყეთ მკურნალობა

მიხეილ სააკაშვილის მამა ნიკოლოზ სააკაშვილი ყველას მოუწოდებს, დაასრულონ მისი შვილის სიცოცხლით თამაში და სამედიცინო კვლევების შედეგები გამოაქვეყნონ.

"დღემდე ვიყავი იმედიანად, მოლოდინის რეჟიმში. ველოდებოდი კლინიკიდან სამედიცინო კვლევის შედეგებს. მინდა გამოვხატო აღშფოთება იმის მიმართ, რაც ხდება მიშას ირგვლივ.

თითქოს ყინული დაიძრა, მიშა სამოქალაქო კლინიკაშია, გაჩნდა იმედი, რომ  იმ ადამიანებში რომლებიც მანიპულირებენ მესამე პრეზიდენტის ბედით გაიღვიძა ჰუმანურობამ. კვლავ შევცდი.

მერამდენე დღეა, პაციენტი იმყოფება „ვივამედის“ კლინიკაში, და რა? სტანდარტული ფრაზები-კვლევა გრძელდება. როგორც ექიმს არ მესწავლება რა დრო სჭირდება ადამიანის სამედიცინო კვლევას, რა სირთულის არ უნდა იყოს ის. სურვილისსამებრ ამის გაკეთება შესაძლებელია რამდენიმე საათსა ან მაქსიმუმ ორ დღეში. ჩნდება ძალიან ბევრი შეკითხვა და ეჭვი. რა ხდება?

სასწრაფოდ მორჩით დღესვე ყველანაირი კვლევა და დაიწყეთ მკურნალობა. გაიგეთ, რომ მიშას მკურნალობის და რეაბილიტაციის პროცესი ხანგრძლივია და ურთულესი.

მორჩით პრეზიდენტის სიცოცხლით თამაშს. თქვენი შენელებული, უკვე ეჭვი მაქვს, რომ შეგნებული ქმედებით, დამერწმუნეთ, ცოდვის დიდ ჭაობში იძირებით",- წერს ნიკოლოზ სააკაშვილი.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები