ვერეშჩუკი - მარიუპოლის დამცველთა გადარჩენის ჰუმანიტარული ოპერაცია გრძელდება

უკრაინის ვიცე-პრემიერის ირინა ვერეშჩუკის ინფორმაციით, მარიუპოლში, "აზოვსტალის“ ტერიტორიიდან სამხედროების გადარჩენის ოპერაცია გრძელდება.

"სიცოცხლის გადარჩენის მიზნით, გუშინ განხორციელდა ჩვენი მძიმედ დაჭრილი 53 სამხედრო მოსამსახურის ევაკუაცია. მათი მდგომარეობის სტაბილიზაციის შემდეგ, ჩვენ მათ რუს სამხედრო ტყვეებში გავცვლით. 

ჩვენ ვმუშაობთ ჰუმანიტარული ოპერაციის შემდგომ ეტაპებზე. ყველაფერი კარგად იქნება“, – განაცხადა ვერეშჩუკმა.

"აზოვსტალიდან" გამოყვანილი ჯარისკაცები რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაიყვანეს.