ნიკოლოზ სამხარაძე გვარამიაზე - რომელიმე კონკრეტული საქმე ვერასოდეს გახდება საქართველოს ევროპული ინტეგრაციის შემაფერხებელი ფაქტორი, ამ მხრივ ოპოზიციის სპეკულაციები უსაფუძვლოა

სისხლის სამართლის ერთი კონკრეტული საქმე ვერანაირად ვერ შეუშლის ხელს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას, - ასე უპასუხა „იმედის“ ეთერში პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ ოპოზიციის განცხადებებს იმის თაობაზე, რომ ნიკა გვარამიას წინააღმდეგ გამოტანილმა განაჩენმა შესაძლოა, ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესი შეაფერხოს.

"ცოტა ხნის წინ ჩვენმა ქვეყანამ პასუხი გასცა 3000-მდე კითხვას იმასთან დაკავშირებით, თუ რა პროცესები მიმდინარეობს ქვეყანაში სხვადასხვა მიმართულებით, იქნება ეს სასამართლო, ფისკალური დამოუკიდებლობა, თვითმმართველობა და ა.შ. შესაბამისად, გადაწყვეტილება მიიღება ამ კითხვებზე პასუხის შედეგად. რომელიმე კონკრეტული საქმე ვერასოდეს გახდება საქართველოს ევროპული ინტეგრაციის შემაფერხებელი ფაქტორი. ამ მხრივ ოპოზიციის სპეკულაციები უსაფუძვლოა. მათ სურთ, რომ აჟიოტაჟი გამოიწვიონ, როგორმე შექმნან ქვეყანაში იმის განცდა, რომ ეს ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეა, თუმცა გარწმუნებთ, რომ ეს ნამდვილად ასე არაა“, - აცხადებს სამხარაძე.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები