ილია ბეგიაშვილი და შოთა კაკაბაძე თერჯოლაში მუნიციპალიტეტის მერს შეხვდნენ

თერჯოლაში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ილია ბეგიაშვილი და საქართველოს მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის რეგიონული კოორდინაციის სამმართველოს უფროსი შოთა კაკაბაძე იმყოფებოდნენ. სტუმრები იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან, ზვიად შალამბერიძესთან და გუბერნატორის მოადგილესთან ბესიკ გოფოძესთან ერთად, თერჯოლის მერს ლაშა გოგიაშვილს, მერის მოადგილეებსა და საკრებულოს თავმჯდომარეს გიორგი ბარათაშვილს შეხვდნენ.

სამუშაო ფორმატში, თერჯოლის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები ადგილზე დაათვალიერეს,  ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებსა და სიახლეებზე ისაუბრეს.

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ თერჯოლის მუნიციპალიტეტის ორი სოფლის: ტელეფისა და რუფოთის 24 საათიანი წყალმომარაგებისთვის ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობა დაიწყო.

პროექტის ფარგლებში ამ დროისთვის რეზერვუარის, სატუმბი სადგურისა და წყალმომარაგების სრულიად ახალი სისტემის მოწყობა მიმდინარეობს.

მნიშვნელოვან პროექტებს შორის ასევე, უნდა აღინიშნოს ღვანკითი-ავტობანის დამაკავშირებელი გზის პროექტი, რომლის ფარგლებში არმირებული ბეტონის საფარი, სანიაღვრე არხები, ცხაურები და ბოგირები მოეწყობა, პროექტი მიმდინარე წელს დასრულდება.

თერჯოლის მუნიციპალიტეტში ერთ-ერთი პრიორიტეტი საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურაა, ამ მიმართულებით სოფელ ზედა საზანოში 100-მდე აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა. 

ახალი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება ორსართულიანი იქნება. პროექტის ფარგლებში მოეწყობა სათამაშო, სასადილო, სამზარეულო და საძინებელი ოთახები. დამონტაჟდება ცენტრალური გათბობა და აღიჭურვება თანამედროვე ინვენტარით. 

საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოები რგფ-დან ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.

გარდა ამისა, მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით, სოფელ რუფოთის #1 და ქვედა სიმონეთის #2 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში მოეწყობა ცენტრალური გათბობის სისტემა, შშმ პირებისთვის ადაპტირებული გარემო, რეკრეაციული სივრცე და ღია სპორტული ინფრასტრუქტურა.

თერჯოლის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნეს ის დიდი მხარდაჭერა, რომელსაც მუნიციპალიტეტი საქართველოს მთავრობის, ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულიდან იღებს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები