ედუარდ მარიკაშვილი - ეს არის მცდელობა, განაჩენი გამოუტანონ ოპოზიციურ კრიტიკულ მედიას

ეს არის მცდელობა, განაჩენი გამოუტანონ ოპოზიციურ კრიტიკულ მედიას,  - ამის შესახებ საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის (GDI) თავმჯდომარემ, ადვოკატმა  ედუარდ მარიკაშვილმა განაცხადა.  

მისი თქმით, დღევანდელი სოლიდარობის აქცია არის არა მხოლოდ „მთავარი არხისა“ და ნიკა გვარამიას მიმართ,  არამედ კრიტიკული მედიის მხარდაჭერის გამოხატულებაა. 

"ეს გაუგონარი გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო თბილისის საქალაქო სასამართლომ და პატიმრობა შეუფარდა ნიკა გვარამიას, არის არა მხოლოდ მის მიმართ გამოტანილი განაჩენი, არამედ მცდელობა განაჩენი გამოუტანონ ოპოზიციურ კრიტიკულ მედიას.  

ამის ძირითადი არსი არის ის, რომ ნიკა გვარამიას სამაგალო დასჯით გააფრთხილონ კრიტიკული მედია, რომ მათ შეწყვიტონ ის საქმე,  რომელსაც ისინი ასე კარგად და წარმატებით ასრულებენ, ამხელენ ხელისუფლების გადაცდომებს და ხშირ შემთხვევაში დანაშაულებს.  

ამიტომ დღევანდელი აქციის მნიშვნელობა არის უფრო ფართო,  ვიდრე მხოლოდ ნიკა გვარამიას მხარდაჭერა, არამედ ოპოზიციური და კრიტიკული მედიის სოლიდარობა“, - განაცხადა ედუარ მარიკაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები