"სიურპრიზი იქნება" - რუსეთი ფინეთს ნატო-ში გაწევრიანების გამო კვლავ ემუქრება

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ფინეთს ნატო-ში გაწევრიანების გამო კვლავ დაემუქრა. ლავროვის უწყებაში აცხადებენ, რომ ქვეყანა ალიანსში გაწევრიანების საპასუხოდ "სიურპრიზს" ელოდება.

შესაბამისი განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ გააკეთა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ფინეთის გადაწყვეტილებაზე პასუხი სამხედრო იქნება.

"ეს იქნება სიურპრიზი. ეს ჩვენი თავდაცვის დეპარტამენტის გადასაწყვეტია. რა თქმა უნდა, შესაბამისი გადაწყვეტილება იქნება მიღებული ფაქტორების მთელი სპექტრის და იმ სპეციფიკის გათვალისწინებით, თუ როგორ განვითარდება ფინეთის გაწევრიანების პროცესი ნატო-ში. ყოველივე ამის საფუძველზე. პარამეტრების მიხედვით, გადაწყვეტილება იქნება მიღებული, მაგრამ პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ეს სამხედროებს ეხება“, - განაცხადა ზახაროვამ.

ფინეთისა და შვედეთის მიერ ნატო-ში გაწევრიანების განაცხადის შემდეგ რუსეთი ამ ქვეყნებს „სამხედრო ნაბიჯებით“ და სხვა ზომებით ერთხელ უკვე დაემუქრა.

მსგავსი სიახლეები