რუსეთის ქართული დიასპორის ხელმძღვანელის მიერ პუტინის მხარდაჭერის გამო ორგანიზაციის პრესმდივანმა თანამდებობა დატოვა

რუსეთის ქართულ დიასპორულ ორგანიზაციაში დაპირისპირებაა. ორგანიზაციის პრესმდივანი ანდრო ივანოვი აცხადებს, რომ დიასპორის ხელმძღვანელი რუსულ აგრესიას უჭერს მხარს, რის გამოც ივანოვი მასთან მუშაობას წყვეტს.

"ვწყვეტ დავით ცეცხლაძესთან მუშაობას, რადგან კატეგორიულად არ ვეთანხმები მის გადაწყვეტილებებს.

ბოლო მომენტამდე ველოდი, რომ ეს ადამიანი გონს მოვიდოდა და შეცდომებს გამოასწორებდა. ქართული დიასპორის სამხედრო-პოლიტიკურ მოქმედებების მხარდაჭერაში ჩართვის არაერთი მცდელობისთვის ხელის შეშლის გამო „დამსაჯეს“ 2 თვის ხელფასის გადაუხდელობით, რომელიც ცეცხლაძეს აქამდე არ მოუცია.

პრესმდივნის პოსტს ჩემთვის ვიტოვებ, გახსოვდეთ, დედამიწაზე მშვიდობის ფასი არაფერია!“, - წერს ივანოვი სოციალურ ქსელში.

რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთის ეროვნულ-კულტურული ასოციაციების ლიდერები რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს და შეიარაღებულ ძალებს „უკრაინაში სპეცოპერაციაში“ მხარდაჭერას უცხადებენ. მიმართვაზე ხელმომწერებს შორის დავით ცეცხლაძეც არის.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები