დავით დარჩიაშვილი - სამწუხაროდ, ჩვენი პოლიტიკური ელიტა დაკომპლექტებულია გაუნათლებელი ადამიანებით

სამწუხაროდ,  ჩვენი პოლიტიკური ელიტა დაკომპლექტებულია გაუნათლებელი ადამიანებით, - ასე აფასებს Front News-თან საუბრისას  ილიას უნივერსიტეტის პროფესორი დავით დარჩიაშვილი  „ქართული ოცნების“ დეპუტატის გურამ მაჭარაშვილის განცხადებას.

დარჩიაშვილის თქმით, შიში,  გაუმაძღრობა და გაუნათლებლობაა  ის, რაზეც "ქართული ოცნების“ ძალაუფლება ემყარება.  

"შიში,  გაუმაძღრობა და გაუნათლებლობა, ეს არის მიზეზი, თუ რატომაც იქცევიან „ქართული ოცნების“ წარმოადგენლები ასე.  მათ სულ აქვს შიში, რომ მათ მონოპოლურ ძალაუფლებას რამე არ დაემუქროს, ამიტომაც არიან სასტიკები ოპონენტების მიმართ. განცდა აქვთ, რომ ქვეყანა მათია, გაუმაძღრობაც ამასთანაა  დაკავშირებული, რადგან ჩვენნაირი ტიპის  ქვეყნებში თუ ხარ ხელისუფლებაში გაქვს შემოსავალი, თუ არა და - არა. 

გაუნათლებლობა კი არის მიზეზი იმისა, რომ აფურთხებენ იმ ჭაში, საიდანაც მათი ერი წყალს სვამს, ეს აჩვენებს,  რომ ვერ ერკვევიან საერთაშორისო ურთიერთობებში.   სუვერენიტეტი სუვერენიტეტია, მაგრამ პატარა კი არა, დიდ ქვეყნებსაც სჭირდებათ, რომ  ყავდეთ პარტნიორები და საერთო ძალისხმევით დაუპირისპირდებენ პრობლემებს.  

თუ რუსეთის იმედით აკეთებენ და უპირისპირდებიან საერთაშორისო პარტნიორებს,   ესეც გაუნათლებლობის და სიბნელის  შედეგია...  ჯერ რატომ ხარ რუსეთის გვერდით და მერე,  რუსეთს მთელი სამყარო განუდგა, ჩინეთიც კი აღარ უდგას რუსეთს გვერდით, მაგრამ ეს რომ გაიგონ ამისათვის მცირეოდენი განათლება მაინც უნდა ჰქონდეთ.  სამწუხაროდ,  ჩვენი პოლიტიკური ელიტა დაკომპლექტებულია გაუნათლებელი ადამიანებით. ასეთი ტიპის სიძულვილი და შიში უკვე გვიანდელ კომუნისტებსაც არ ახასიათებდათ“, - განაცხადა დარჩიაშვილმა. 

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველმა ერიკ შოლემ საქართველოში შეხვედრები გამართა ხელისუფლების, ოპოზიციის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან. შეხვედრის მონაწილეთა განცხადებით, მათ აშშ-ის წარმომადგენელს გააცნეს ქვეყანაში დემოკრატიისა და მართლმსაჯულების პრობლემები და დახმარება თხოვეს, რაზეც „ქართული ოცნების“ დეპუტატმა განაცხადა, საქართველო სუვერენული სახელმწიფოა და ერიკ შოლე კი არა  ამას ყველა უნდა შეეგუოს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები