ყირიმის შესახებ რეზოლუციას გაერო-ში 27-მა ქვეყანამ მხარი არ დაუჭირა

კიევი: გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ ყირიმის ანექსიის შესახებ რუსეთის წინააღმდეგ რეზოლუცია მიიღო. 

დოკუმენტი ნახევარკუნძულზე ადამიანის უფლებების დარღვევისა და რუსეთის მიერ უკანონო იურისდიქციის დამყარების შესახებ ორგანიზაციას უკრაინამ წარუდგინა. რეზოლუციას 67-მა დაუჭირა მხარი, 27 - წინააღმდეგ წავიდა, 70-მა ქვეყანამ კი თავი შეიკავა. 

რეზოლუციას მხარი არ დაუჭირეს სომხეთმა, ბელარუსმა, ბოლივიამ, ბურუნდიმ, კამბოჟამ, ჩადიმ, ჩინეთმა, კომორის კუნძულებმა, ჩრდილოეთ კორეამ, ერიტრეამ, ინდოეთმა, ირანმა, ყაზახეთმა, ყირგიზეთმა, მიანმიმ, ნიკარაგუამ, რუსეთმა, სერბეთმა, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკამ, სუდანმა, სირიამ, ტაჯიკეთმა, უგანდამ, უზბეკეთმა, ვენესუელამ და ზიმბაბვემ.

რეზოლუციის დამტკიცების მიუხედავად გენერალური ასამბლეის ეკონომიკურმა კომიტეტმა დოკუმენტის რეალიზებაზე საჭირო თანხის გამოყოფაზე უარი განაცხადა. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები