უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 28 700 (+200) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02-დან 20.05-მდე: ტანკები - 1 263 (+9), ჯავშანტექნიკა - 3 090 (+27), საარტილერიო სისტემები - 596 (+1), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა - 200 (+1), საჰაერო თავდაცვის სისტემები - 93 (+0), თვითმფრინავი - 204 (+1), ვერტმფრენები - 168 (+1), საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი - 2 162 (+5), მსუბუქი ჩქაროსნული ნავი - 13 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები - 460 (+5), სპეციალური ტექნიკა - 43 (+0), საკრუიზო რაკეტები - 103 (+0).
როგორც უკრაინის გენშტაბში აცხადებენ, უფრო ზუსტი მონაცემების აღრიცხვას მიმდინარე აქტიური საბრძოლო მოქმედებები ართულებს.