დიმიტრი საძაგლიშვილი - სასამართლო ხელისუფლების თანხმობას ელოდება და მიხეილ სააკაშვილთან ექსპერტების შესვლის შესახებ გადაწყვეტილებას არ იღებს

სასამართლო ხელისუფლების თანხმობას ელოდება და მიხეილ სააკაშვილთან  ექსპერტების შესვლის შესახებ გადაწყვეტილებას არ იღებს,  - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, იუსტიციის სამინისტრო კანონს არღვევს,  როდესაც პატიმართან ექსპერტებს არ უშვებს. 

"ექსპერტის დაშვებას პატიმართან არ ჭირდება არანაირი პატიმრის განაწყვეტილება, პირიქით, როდესაც იუსტიციის სამინისტრო და პენიტენციური დაწესებულება ამას არ აკეთებს ჩვენი  და ექსპერტების მიმართვის საფუძველზე, ეს არის კანონდარღევა. ამ კანონდარღვევის გამო მივმართეთ ჩვენ სასამართლოს, თუმცა, მიუხედავად იმისა,  რომ კანონით გათალისწინებული იყო ვადა, რომელშიც პასუხი უნდა მიგვეღო, სასამართლო წელავს უბრალოდ ამ პროცესს, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, ხან რა მიზეზს იგონებს და  ხან რას, რომ როგორმე გადაწყვეტილება არ მიიღონ ამ საკითხზე. ბუნებრივია, ელოდებიან ხელისუფლების თანხმობას და ამის შემდეგ  იქნება მიღებული გადაწყვეტილება“, - განაცხადა საძაგლიშვილმა. 

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე  პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი  გაიმართება.

7 ნოემბრის საქმეზე სხდომა 15:00 საათზეა დანიშნული.

სასამართლო პროცესს მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე არ დაესწრება.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები