"დელტა“ - სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების რეაგირების შედეგად კახეთში სეტყვის თავიდან აცილება მოხერხდა

კახეთში სეტყვის თავიდან აცილება მოხერხდა, - ინფორმაციას სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“ ავრცელებს.

"19 მაისს, კახეთის რეგიონში, კერძოდ თელავის, საგარეჯოს, ყვარლის, დედოფლისწყაროს, ახმეტის, ლაგოდეხის და გურჯაანის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე, სამხრეთ-დასავლეთიდან შემოიჭრა ცივი ატმოსფერული ფრონტი, რამაც გამოიწვია სეტყვასაშიში ღრუბლის წარმოქმნა.

მოსალოდნელი სეტყვის მარცვლის ზომა, წინასწარი გათვლით, 33 მმ იყო. 

"დელტას" სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის დროული რეაგირების შედეგად, განეიტრალდა ღრუბლებში სეტყვის მარცვლების წარმოქმნის პროცესი, შესაბამისად კახეთის არც ერთი მუნიციპალიტეტი არ დასეტყვილა. „დელტას“ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების მართვის დეპარტამენტში მონიტორინგის პროცესი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

უახლესი ამბები