გიგი წერეთელი - "ქართული ოცნების" მხრიდან ყველა ეს სიტყვიერი დაპირისპირება დასავლეთთან, რუსეთისთვის მიღწეული მიზანია

"ქართული ოცნების“ მხრიდან ყველა ეს სიტყვიერი დაპირისპირება დასავლეთთან, რუსეთისათვის მიღწეული მიზანია, ამისათვის ღიად აქებენ ხელისუფლების წარმომადგენლებს და ალბათ, ფარულადაც კომპლიმენტებს ეუბნებიან,  -  ამის შესახებ  Front News-ს   „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ გიგი წერეთელმა განუცხადა. 

მისი თქმით, სახელისუფლებო ძალების მხრიდან ანტიდასავლური რიტორიკის კიდევ უფრო ახალ ფაზაში გადაყვანას შეიძლება რამდენიმე მიზეზი ან მიზეზების ერთობლიობა ჰქონდეს. 

"ნამდვილად მგონია, რომ ამ ბოლო პერიოდში გამწვავებული ანტიდასავლური რიტორიკა არის დაკავშირებული ივანიშვილის ირგვლის შექმნილი იმ სიტუაციასთან, რის შესახებაც თავად მისი წარმომადგენლები საუბრობენ. ამასთან, ახდენენ ძალის დემონსტრირებას  საკუთარი მხარდამჭერების თვალში. ან  ვერ აცნობიერებენ ამას საქართველოსათვის რა დამღუპველი შედეგები შეიძლება მოყვეს,  ან ამას  შეგნებულად აკეთებენ,  რომ რუსეთს დაანახონ, როგორი  „ქიშპი“ ქვთ დასავლეთთან.  ჩვენ გვახსოვს, რომ  შექება ისმოდა რუსეთიდან, როდესაც საქართველოს ხელისუფლება რაიმე არაადეკვატურს გააკეთებდა, ან განაცხადებდა დასავლეთთან მიმართებაში. ყველა ეს სიტყვიერი დაპირისპირება რუსეთისათვის მიღწეული მიზანია, მათ ეს მოსწონთ.  ღიადაც აქებენ ხელისუფლების წარმომადგენლებს და ალბათ,  ფარულადაც კომპლიმენტებს ეუბნებიან“, - განაცხადა გიგი წერეთელმა. 

მისივე განმარტებით, ძნელი სათქმელია შექმნილ ვითარებაში რამდენად რეალისტიურია საქართველოს დასავლეთთან ინტეგრირება.

"ამ პერიოდის განმავლობაში დასავლეთის მხრიდან  მაინც დამზოგავი რეჟიმი არსებობდა საქართველოს მიმართ, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი საზღვარი. ახლა რთული სათქმელია,  ასეთ ვითარებში რამდენად რეალისტურია საქართველოს  დასავლეთთან ინტეგრაცია და ესეც,  რა  თქმა უნდა,  რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს.  ყველაზე არ მინდა თქმა, მაგრამ ხელისუფლების წარმომადგენელთა ნაწილი ამას შეგნებულად აკეთებს“, - განაცხადა წერეთელმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები