ლეგენდარულმა სპორტსმენმა კობა წაქაძე 88 წლის იუბილესთან დაკავშირებით სტუმრებს სახლ-მუზეუმში უმასპინძლა

19 მაისს ლეგენდარული ქართველი სპორტსმენი კობა წაქაძე 88 წლის გახდა. დაბადების დღესთან დაკავშირებით „მფრინავმა ტორპედომ“ სტუმრებს თავისივე სახელობის სახლ-მუზეუმში უმასპინძლა.

სპორტსმენმა სახლ-მუზეუმში განთავსებული ჯილდოების შესახებ ისაუბრა და სპორტული კარიერიდან ისტორიები გაიხსენა.

ღონისძიების მეორე ნაწილი კინოთეატრ "დიდველში" გარძელდა, სადაც მუსიკალური ნომრები ანსამბლმა ,,ოქტავამ" შეასრულა, ხოლო ქორეოგრაფიული დადგმები ანსამბლმა "სამეფომ" წარმოადგინა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ოთარ არბოლიშვილი, მოადგილე იოსებ რაზმაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ კიკნაძე, ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, კულტურის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ალექსანდრე კოპალიანი, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის აპარატის უფროსი ედიშერ მაჩაიძე და საზოგადოების წარმომადგენლები. 

კობა წაქაძის 88 წლის საიუბილეო საღამო, ბაკურიანის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელის ეკატერინე ორჯონიკიძის ინიციატივითა და ორგანიზებით გაიმართა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები