რუს ოკუპანტებს უკრაინული ჯარის ლისიჩანსკის და სევეროდონეცკის მიდამოებში ალყაში მოქცევა სურთ

რუს ოკუპანტებს უკრაინული ჯარის ლისიჩანსკის და სევეროდონეცკის მიდამოებში ალყაში მოქცევა სურთ, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა ალექსანდრე მოტუზიანიკმა განაცხადა.

მისივე თქმით, ხარკოვის მიმართულებით მტერი ცდილობს შეინარჩუნოს ის ხაზები, რომლებიც მან დაიპყრო და საარტილერიო სისტემებიდან ისვრის. კერძოდ, დაბომბვა განხორციელდა დემენტიევკას რაიონში, რომელიც ხარკოვის ჩრდილოეთით მდებარეობს.

სლავიანსკის მიმართულებით უკრაინის ჯარები იგერიებენ რუსული შენაერთების შეტევას. მტერი იზიუმის რაიონში კონტაქტის ხაზთან არტილერიიდან ისვრის.

"ინტენსიური საომარი მოქმედებები გრძელდება ლიმანსკის, სევეროდონეცკისა და ბახმუტის მიმართულებით. რუსი დამპყრობლების მთავარი მიზანია ჩვენი ჯარების ალყა შემოარტყონ ლისიჩანსკის და სევეროდონეცკის მიდამოებში", - აღნიშნა თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა.

მისივე თქმით, ბახმუტის მიმართულებით უკრაინელი დამცველები აფერხებენ რუსული ჯარების წინსვლას, რომლებიც ცდილობენ ახალი საზღვრების ხელში ჩაგდებას პოპასნას რაიონში.

"კურახოვსკის მიმართულებით ჩვენი ჯარები იგერიებენ მტერს, რომელიც არტილერიისა და ავიაციის მხარდაჭერით ცდილობს წინსვლას ნოვომიხაილოვკას მიმართულებით, ქალაქ მარინკას სამხრეთით 10 კილომეტრში.

კრივოი როგისა და ხერსონის მიმართულებით დამპყრობლები არტილერიით ისვრიან უკრაინის ჯარების პოზიციებისკენ და ცდილობენ თავდაცვის მეორე ხაზის აღჭურვას“, - განაცხადა მოტუზიანიკმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები