კობა ნაყოფია - თუ უნდა გაბრაზდეს ჩემზე ნიკა გვარამია, მეგობარია და ვალდებული ვარ, ყველაფერი გავაკეთო, რომ თავისუფალი იყოს

ნიკა გვარამიასთან შეწყალების საკითხზე არ მილაპარაკია, თუმცა მისგან დამოუკიდებლად ამ მიმართულებითაც სამუშაოა - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა კობა ნაყოფიამ განაცხადა. 

მისი თქმით, პატიმრობაში მყოფი  ნიკა გვარამია იმედიანად არის განწყობილი და თვლის,  რომ საზოგადოების ზეწოლა შედეგს გამოიღებს და მას გაათავისუფლებენ.  

"შეწყალების საკითხზე მასთან არ მილაპარაკია, რადგან მისთვის მგრძნობიარე თემაა. მან ამასთან დაკავშირებით განმარტებები სასამართლო პროცესზე გაააკეთა.  სპეციალურად არ შევეხე ამ თემას,  მაგრამ  მესმის,  რომ მისგან დამოუკიდებლად ამ მიმართულებითაც სამუშაოა.  თუ უნდა გაბრაზდეს ჩემზე  ნიკა გვარამია.  ის მეგობარია და ვალდებული ვარ, ყველაფერი გავაკეთო, რომ ის თავისუფალი იყოს. 

მას  იმედი აქვს,  ჟურნალისტური კორპუსის და პოლიტიკოსების მხარდაჭერის,  ასევე  იმედოვნებს, ზეწოლა კიდევ უფრო გაძლიერდება და მას გაათავისუფლებენ, რადგან  ბრალდებები, რითაც არის დაკავებული, აბსურდულია, არარსებული ბრალდებით არის  ციხეში გაშვებული“, - განაცხადა ნაყოფიამ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები