კობა ნაყოფია - ეს პირველი სიგნალია ყველა იმ მოსამართლის მიმართ, ვინც ჩართულია პოლიტიკური დაკვეთების შესრულებაში

ეს პირველი სიგნალია ყველა იმ მოსამართლის მიმართ, ვინც ჩართულია  პოლიტიკური დაკვეთების შესრულებაში,  - ამის  შესახებ Front News-ს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა კობა ნაყოფიამ განუცხადა. 

მისი თქმით,  მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის აშშ-ში დაგეგმილი მოსამართლეთა პროგრამიდან  მოხსნა არის ერთგვარი სანქცია, რომელიც მან „მთავარი არხის“ დამფუძნებლის ნიკა გვარამიას საქმეზე პოლიტიკური გადაწყვეტილების გამო მიიღო. 

"ლაშა ჩხიკვაძემ უსამართლო გადაწყვეტილებით,  პოლიტიკური მოტივით ციხეში გაუშვა ნიკა გვარამია.   ამას ჩვენი დასავლელი პარტნიორები ხედავენ და  აქვთ რეაქცია. ეს ის შემთხვევაა, როდესაც საჭიროდ ჩათვალეს,  რომ მოსამართლის მიმართ გატარდეს გარკვეული სანქციები. ესეც სანქციის ნაირსახეობაა, როდესაც პროგრამაში ხარ ჩასმული და შემდეგ სიიდან გიღებენ. ეს ნიშნავს,  რომ არავის  სჯერა შენს მიერ მიღებული გადაწყვეტილების სამართლიანობის. 

ვფიქრობ,  რაც მოხდა ჩხიკვაძესთან  დაკავშირებით, პირველი ნაბიჯია,   ამას გაგრძელება ექნება ყველა იმ მოსამართლესთან მიმართებით, ვინც პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე იღებდა  და იღებს გადაწყვეტილებებს. დარწმუნებული ვარ,  ეს ტენდენცია გაგრძელდება.  უკვე ყველა ჩვენს პარტნიორ ქვეყანაში მიმდინარეობს საუბრი იმაზე, რომ სერიოზული პრობლემებია სასამართლო სისტემაში. საქართველოში, პრაქტიკულად სასამართლო  არ არსებობს და  ხელისუფლების დაკვეთების შემსრულებლადაა ქცეული.   ამას ხედავენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები, რომლებმაც ძალიან დიდი რესურსი ჩადეს სასამართლო სისტემის რეფორმირებისთვის“, - განაცხადა ნაყოფიამ. 

მისი თქმით, ცინიზმია, რომ „ქართული ოცნება“, რომელიც კორუფციაში ჩაფლული, ადამიანს ციხეში უშვებს კორპორატიული მანქანის გამოყენებისათვის, რაც არ შეიძლება სისხლის სამართლის დანაშაული იყოს.  

"მთავარის არხის“ დამფუძნებლის ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე  ლაშა ჩხიკვაძე აშშ-ში გასამგზავრებელ  მოსამართლეთა სიიდან ამორიცხეს. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები