პაატა გაფრინდაშვილი - თუ ევროკავშირი იღებს გეოპოლიტიკურ გადაწყვეტილებას, უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად უნდა მოგვანიჭოს სტატუსი

ბრიუსელის კვლევითმა ორგანიზაციამ CEPS-მა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიცემასთან დაკავშირებით კრიტიკული ანალიზს აქვეყნებს, მასში ნათქვამია, რომ საქართველო არ არის მზად ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის  სტატუსის მისაღებად და  მთავარ პრობლემას  მილიარდერი ბიძინა ივანიშვილის მიერ „სახელმწიფოს მიტაცება“ წარმოადგენს.  კვლევის ავტორების - მაიკლ ემერსონის და სტივენ ბლოკმანსის  აზრით, საქართველოს შემთხვევაში კანდიდატის სტატუსის მიღების საკითხი არ არის ცალსახა და უფრო პარადოქსულია. 

კვლევასთან და საქართველოს პერსპექტივასთან დაკავშირებით  Front News-ს რეფორმების ასოციაციის (GRASS) დირექტორი პაატა გაფრინდაშვილი ესაუბრა.   

- ეს არის ძალიან სოლიდური და ანგარიშგასაწევი ორგანიზაცია, რომელიც საკმაოდ სერიოზული ექსპერტებითაა დაკომპლექტებული.  პროფესიონალიზმთან ერთად ისინი საქართველოს, უკრაინის, მოლდოვას და ზოგადად,  აღმოსავლეთ პარტნიორობის გულშემატკივრები და მეგობრები არიან, თუმცა სამწუხარო ისაა,  რომ სწორედ ასეთმა მაღალპროფესიონალურმა ორგანიზაციამ ასეთი დასკვნა დაწერა საქართველოს შესახებ, მაშინ როდესაც უკრაინისა და მოლდოვის შემთხვევაში მათ რეკომენდაცია გაუწიეს ევროკავშირს, საქართველოსთან დაკავშირებით კი მათი დასკვნა არის საპირისპირო.  ისინი არ უწევენ საქართველოს  რეკომენდაციას, რომ  მიიღოს კანდიდატი წევრის სტატუსი.  ისინი კვლევაში აღნიშნავენ, რომ ეს ყველაფერი გამოწვეულია იმით, რომ საქართველომ იმის ნაცვლად,  რომ ევლო წინ, უკუსვლა გადაწყვიტა.

ქვეყანამ ვერ შეძლო დადებითი დღის წესრიგის შექმნა, რომ შესაძლებლობა მიეცა მეგობრებისთვის,  გაეგრძელებინათ ადვოკატირება.  

- რამდენად დაეყრდნობა ევროკავშირი გადაწყვეტილების მიღებისას ამ დასკვნას?

- ბუნებრივია,  ევროკავშირი სოლიდური ორგანიზაციის კვლევებს ყურადღევას აქცევს,  თუმცა გადაწყვეტილების მიღება  მრავალი კომპონენტის გათვალისწინებით ხდება. ამ  სამწუხარო, სავალალო ფაქტმა, რაც არის ტელევიზიის დამფუძნებლის და დირექტორის ნიკა გვარამიას დაუსაბუთებელი და კითხვების შემცველი დაჭერა, მკვეთრად  უარყოფითი გავლენა მოახდინა საქართველოს იმიჯზე.

- რაც შეეხება ივანიშვილის ფაქტორს,  რომელზეც საუბარია კვლევაში, რამდენად თავსებადია ჩრდილოვანი მმართველის არსებობა და ევროკავშირთან ინტეგრაცია?  

- სახელმწიფოს მიტაცების შესახებ უკვე წლებია, საუბრობენ ჩვენი მეგობრები.  ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კრიტერიუმია, „კოპენჰაგენის კრიტრიუმს“ ეძახიან ხოლმე, რომ კანდიდატს ქვეყანას საკმარისი გარანტიები უნდა გააჩნეს დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირებისათვის. ამ კონტექსტში კი, როდესაც გყავს არაფორმალური მმართველი, რომელიც იღებს გადაწყვეტილებებს, ბუნებრივია, ეს იწვევს დემოკრატიული ინსტიტუტების ჯერ შესუსტებასა და შემდეგ რღვევას.  

- რა შედეგს უნდა ველოდოთ ივნისში?

- ევროკომისია დაწერს განაცხადს ივნისის პირველ ნახევარში, ხოლო ივნისის მეორე ნახევარში ევროპული საბჭოს შეხვედრაა, რომელიც იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას ევროკომისიის მოსაზრებაზე დაყრდნობით. ის ორი კვირა ძალიან მნიშვნელოვანი და გადამწყეტია, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება ცდილობს ეს პერიოდი ქვეყნის სასარგებლოდ გამოიყენოს. ამ დასკვნაში საქართველოსთან დაკავშირებით ნახსენებია სიტყვა „პარადოქსი“ იმ კონტექსტში, რომ კითხვის ნიშნები გაჩნდა, ხელისუფლებას მართლა უნდა, მიიღოს ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსი, თუ არა.

მიუხედავად ამისა, გამომდინარე იქედან, რომ საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილის სურვილია, ქვეყნის ევროინტეგრაცია, თუ კი ევროკავშირი იღებს გეოპოლიტიკურ გადაწყვეტილებას, მიუხედავად იმისა, რომ უკიდურესად საგანგაშოდ იქცევა საქართველოს ხელისუფლება ბოლო პერიოდში ამ მიმართულებით, მაინც უნდა მოგვანიჭოს უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად სტატუსი. 

ეს იქნება  გადაწყვეტილება, რომ საქართველო არ დაბრუნდება რუსულ ორბიტაზე და შესაბამისად არ წახალისდებიან ანტიდასავლური ძალები. ამასთან კანდიდატი წევრის სტატუსი ევროკავშირს პირველად გაუჩნდება რეალური ბერკეტი, გავლენა მოახდინოს რეფორმების განხორციელებაზე. 

ირინა მაკარიძე

Front News

უახლესი ამბები