ზელენსკი - დონბასში სიტუაცია უკიდურესად მძიმეა

დონბასში სიტუაცია უკიდურესად მძიმეა, რუსეთის არმია ცდილობს წინსვლას სლავიანსკსა და სევეროდონეცკში, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა.

"დონბასში ვითარება ძალიან რთულია. როგორც წინა დღეებში, რუსული არმია სლავიანსკსა და სევეროდონეცკზე წინასვლას ცდილობს. უკრაინის შეიარაღებული ძალები ამ შეტევას აჩერებენ. ყოველი დღე, რომელსაც ჩვენი დამცველები იგერიებენ რუსეთის ამ შეტევით გეგმებს, ანგრევენ მათ, არის კონკრეტული წვლილი მთავარი დღის მოახლოებაში. დღე, რომელიც ყველას გვსურს და რომლისთვისაც ვიბრძვით. გამარჯვების დღე. და არც ერთი რუსული დარტყმა – არც რაკეტებით რივნის რაიონში, არც არტილერიით ხარკოვში ან სუმში და არც დონბასში, არსებული ყველა შესაძლო იარაღით, შედეგს არ მისცემს რუსეთს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები