"მოგვეცით იარაღი, ჩვენ თვითონ გავაკეთებთ ყველაფერს“ - პოდოლიაკი საზღვაო პორტების განბლოკვაზე

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი აცხადებს, რომ უკრაინას შეუძლია სამხედრო გზით განბლოკოს საზღვაო პორტები, რომლებიც უკრაინული მარცვლეულის ექსპორტს ახდენენ და ამით აიცილონ სასურსათო კრიზისი მსოფლიოში.

პოდოლიაკი The Economist-ის პუბლიკაციას გამოეხმაურა, სადაც საუბარია შეთანხმების აუცილებლობაზე უკრაინასა და რუსეთთან შავ ზღვაში საერთაშორისო სასურსათო კოლონების შეთანხმების მიზნით.

მიხაილ პოდოლიაკის თქმით, ზღვის დებლოკადა შესაძლებელია, მაგრამ ამისთვის უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შესაბამისი იარაღი სჭირდება.

"ვაჭრობა ქვეყანასთან, რომელმაც ასობით მილიონი ადამიანი აიყვანა მძევლად? ჩვენ უკეთესი იდეა გვაქვს: მსოფლიო უნდა შეთანხმდეს მრავალჯერადი სარაკეტო და საარტილერიო სისტემების, ასევე სხვა მძიმე იარაღის უკრაინისთვის გადაცემაზე შავი ზღვის განბლოკვის მიზნით. მაშინ ჩვენ ყველაფერს თავად გავაკეთებთ“, - წერს პოდოლიაკი.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები