ცოლის მკვლელობისთვის დაკავებულის ადვოკატი აცხადებს, რომ მამაკაცი მომხდარს ვერ იხსნებს

მამაკაცს, რომელმაც საზოგადოებრივ ტრანსპორტში ცოლი მოკლა, ბრალდებას ოფიციალურად რამდენიმე საათში წარუდგენენ.

ადვოკატის მტკიცებით, დაკავებული დანაშაულის ჩადენას "ვერ იხსენებს" და მომხდარით "გაოგნებულია".

„გაოგნებულია მომხდარით, ფაქტების აღდგენას ვერ ახერხებს, სავარაუდოდ, უნდა ჰქონდეს ჯანმრთელობის პრობლემა. რომ უთხრეს, რისთვისაც დააკავეს, გაოგნებულია, აქვს სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემა. შესამოწმებელია ჯანმრთელობის მდგომარეობა, მოვითხოვთ, რომ ექსპერტიზა დაინიშნოს და შემოწმდეს ამ ადამიანის ფსიქოლოგიურ, ფსიქიატრიული მდგომარეობა. უნდა შემოწმდეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამის ვალდებულება აქვს ბრალდების მხარეს და ამ ვალდებულებას შეასრულებს. აღკვეთ ღონისძიებას რაც შეეხება, ბრალდება მოითხოვს პატიმრობას და დიდი ალბათობით დავეთანხმებით, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან და ამ საქმეზე მისი დამოკიდებულებიდან გამომდინარე“, – განაცხადა ადვოკატმა სულხან კომახიძემ.

მკვლელობა თბილისში გუშინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალის ცხედარი ზუგდიდში, საკუთარ სახლში უკვე გადაასვენეს.

ახლობლების თქმით, ცოლის მკვლელობის გამო დაკავებულ მამაკაცს ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა და ფსიქოტროპულ პრეპარატებსაც იღებდა, თუმცა არა ექიმის დანიშნულებით.