თამარ კორძაია - ვაგზავნი მოთხოვნას აშშ-ის "ემორის" საუნივერსიტეტო კლინიკაში, გამოხატონ მზაობა, რომ მიხეილ სააკაშვილს კომპლექსური სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარონ

დამოუკიდებელი დეპუტატი თამარ კორძაია აშშ-ის „ემორის“ საუნივერსიტეტო კლინიკას მიმართავს, მიხეილ სააკაშვილისთვის კომპლექსური სამედიცინო ექსპერტიზის ჩასატარებლად მზადყოფნა გამოთქვას. დეპუტატის თქმით, ექსპერტიზამ უნდა შეისწავლოს ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობა და ფსიქოლოგიური მდგომარეობა.

თამარ კორძაიას განცხადებით, უნდა დადგინდეს მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის დღიდან რა ზიანი მიადგა მის ჯანმრთელობას და იქნება თუ არა შედეგიანი ყოფილი პრეზიდენტის პატიმრობის პირობებში მკურნალობა.

"ადვოკატები ყველა სასამართლო სხდომაზე აყენებენ შუამდგომლობას ექსპერტიზის დანიშვნის თაობაზე, მაგრამ სასამართლო ხელოვნურად აჭიანურებს პროცესს. წინა კვირას მე მივმართე იუსტიციის მინისტრს და ვთხოვე, მოეწვია „ემორის“ საუნივერსიტეტო კლინიკის სამედიცინო კომპლექსური ექსპერტიზა, ამასთან დაკავშირებით მივიღე სრულიად აგდებული პასუხი. 

როგორც იურისტი, მივმართავ დღეს, რომ მიხეილ სააკაშვილს უფლება აქვს, მოითხოვოს ექსპერტიზა და სასამართლომ უნდა დააკმაყოფილოს. როგორც საქართველოს პარლამენტის წევრი, მე დღეს პირადად ვაგზავნი მოთხოვნას „ემორის“ კლინიკაში, რომ გამოხატონ მზაობა კომპლექსური სამედიცინო ექსპერტიზის ჩასატარებლად მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით. ბოლოს და ბოლოს მივიღებთ ობიექტურად დასაბუთებულ ყველა მსოფლმხედველობისა და ყველა პოლიტიკური გემოვნების მქონე ადამიანისთვის ობიექტურ პასუხს, რომ მიხეილ სააკაშვილის ამ მდგომარეობაში და ამ ფორმით მკურნალობა გამოიღებს თუ არა შედეგს“, – განაცხადა თამარ კორძაიამ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები