სუსლიაკების ოჯახის ათი ბავშვი უკრაინაში პრეზიდენტ ზელენსკის მიერ გამოგზავნილი სპეციალური თვითმფრინავით გაემგზავრა

თბილისი: თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ​სუსლიაკების ოჯახის წარმომადგენელი ათი ბავშვი უკრაინაში გაემგზავრა. ბავშვები აეროპორტში შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ, საქართველოში უკრაინის ელჩმა იგორ დოლგოვმა და უკრაინის პრეზიდენტის წარმომადგენელმა, ბავშვთა უფლებების კომისარმა ნიკოლაი კულებამ მიიყვანეს.

მამუკა ჭელიძის თქმით, იულია სუსლიაკი პატიმრობაში რჩება.

"ათი ბავშვი, რომელიც ბრალდებულმა იულია სუსლიაკმა საქართველოში შემოიყვანა, უკრაინის მოქალაქეა. დღეს გაიმართა შეხვედრა შს მინისტრის მოადგილეს, მთავარი პროკურორის მოადგილესა და უკრაინის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს შორის ბავშვთა უფლებების საკითხებში. უკრაინის მხარემ მიიღო გადაწყვეტილება, ბავშვებზე ზრუნვა განხორციელდეს უკრაინის ტერიტორიაზე, ჩართულია უკრაინის სახელმწიფო სამსახურები. რაც შეხება იულია სუსლიაკს, ის რჩება პატიმრობაში და ტრეფიკინგში ედება ბრალი“, – განაცხადა მამუკა ჭელიძემ

უკრაინის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა ნიკოლაი კულებამ განაცხადა, რომ იულია სუსლიაკთან დაკავშირებული ისტორია დამაბნეველი იყო და გასაგებია, რატომ შეშფოთდა საქართველოს ხელისუფლება.

"როცა ნახეს, ექვსი ბავშვი ორ წელზე ნაკლები ასაკის იყო, ერთი იყო ამერიკის მოქალაქე, გაჩნდა აზრი, რომ ეს იყი ბავშვებით ვაჭრობა. ჩვენ გვესმის, რომ ეს ოჯახი გადადიოდა აფხაზეთის არაკონტროლირებად ტერიტორიაზე და ამიტომ გაჩნდა აზრი, რომ საბუთები გაყალბებულია. მადლობელი ვართ საქართველოს მთავრობის, რომ ასე დროულად მოახდინეს რეაგირება. ბავშვებს უპატრონეს. ჩვენთვის მთავარია, რომ ბავშვები საიმედოდ იყვნენ საქართველოს ტერიტორიაზე. ბავშვებს უკრაინაში აღმოჩნდათ ნათესავები და უკრაინის სოციალური სამსახური მიიღებს გადაწყვეტილებას მათ შესახებ.

უკრაინის საელჩომ ძალიან დიდი როლი ითამაშა მოლაპარაკებებში პროკურატურასთან, მთავრობასთან, შსს-სთან. მესმის, სწრაფად ჩამოვედით, ქართული მხარე არ იყო მზად ასეთი სწრაფი ვიზიტისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა სასწრაფო წესით გამომგზავნა თბილისში, დღე-ნახევარში ყველა ოფიციალური საკითხი გადაწყდა, ძალიან სწრაფად მივიღეთ პასუხი საქართველოსგან და ბავშვები გადაგვყავს უკრაინაში“, – განაცხადა ნიკოლაი კულებამ.

საქართველოში უკრაინის ელჩი იგორ დოლგოვი აცხადებს, რომ ბავშვებს საქართველოში მაქსიმალურად აქცევდნენ ყურადღებას.

"გახარებული ვარ, რომ საქართველოს მთავრობა ასე სწრაფად გამოეხმაურა ჩვენს ყველა მოთხოვნას, ბავშვები უნდა იყვნენ სახლში, ბავშვები უნდა იყვნენ სამშობლოში. ჩვენ გვესმის, რომ არ არის ის დრო და სიტუაცია, როცა შეიძლება მენახა ბავშვები, მაგრამ ეს მოვახერხე. ძალიან ემოციური იყო. ამ ბავშვებმა საქართველოში ყველანაირი ყურადღება მიიღეს და ახლა ბრუნდებიან სახლში“, – განაცხადა იგორ დოლგოვმა.

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ საქართველოდან ათი ბავშვის დასაბრუნებლად სპეციალური თვითმფრინავი გამოყო. 

ტრეფიკინგში ბრალდებულ იულია სუსლიაკს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. 

მსგავსი სიახლეები