წყალტუბოს ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრთან არსებული სამუსიკო სკოლის მოსწავლეებს ფესტივალზე საპატიო დიპლომები გადასცეს

წყალტუბოს ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრთან არსებული თეიმურაზ კობახიძის სახელობის სამუსიკო სკოლის მოსწავლეების სენაკის ხელოვნების ფესტივალში მონაწილეობა მნიშვნელოვანი წარმატებით დასრულდა.

საფორტეპიანო კლასის ყველა მოსწავლეს საპატიო დიპლომი გადასცეს, ვოკალურ ანსამბლს (ხელმძღვანელი მადონა ბობოხიძე) ლაურეატის წოდება მიენიჭა, ხოლო მასწავლებელი თამარ ციბაძე ფესტივალის საუკეთესო კონცერტმაისტერად დასახელდა.

ანსამბლის ვოკალური მონაცემებით მოხიბლულმა ჟიურის თავმჯდომარემ ვალერიან შიუკაშვილმა ჯგუფს „ცისარტყელა“ უწოდა და 25 მაისს სენაკის სახალხო თეატრში საზეიმო დაჯილდოებისადმი მიძღვნილ გალა კონცერტზე მიიწვია.

"სენაკი არტ-ფესტი 2022“ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის პატრონაჟით, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის და ხელოვნების აკადემიის რექტორის, გამოჩენილი პიანისტის ვალერიან შიუკაშვილის ორგანიზებით მეცხრედ გაიმართა.

უახლესი ამბები