სალომე სამადაშვილი - მოვუწოდებ, დაუყონებლივ გაასაჯაროოს ხელისუფლებამ 20-პუნქტიანი დოკუმენტი, რომელიც მიიღო ღარიბაშვილმა ევროკავშირში ვიზიტის დროს

დეპუტატი სალომე სამადაშვილი ხელისუფლებას მოუწოდებს, ხელისუფლებამ გაასაჯაროოს 20-პუნქტიანი დოკუმენტი, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირში ვიზიტის დროს მიიღო.

"დღეს გადასარჩენია ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი, რადგან ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტამდეც ვიყავი ბრიუსელში და მისი ვიზიტის შემდეგაც. ღარიბაშვილის ვიზიტის შემდეგ კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაა დღეს ბრიუსელში. რაც შეეხება საქართველოს პერსპექტივების შეფასებებს, ვერცერთ შეკითხვას პასუხი ვერ გასცა ღარიბაშვილმა და შესაბამისად, დღეს ვხედავთ „ქართული ოცნების“ ისტერიკას, ელოდებიან წარუმატებლობას ევროპულ ასპარეზზე. ეს წარუმატებლობა მათთვის არის ძალიან მძიმე მოლოდინი, რადგან მათ შორის საკუთარ ამომრჩეველსაც ატყუებს ეს ხალხი.

"ქართული ოცნების“ ამომრჩეველსაც სურს ევროკავშირში ჩვენი ქვეყნის გაწევრიანება. დასავლეთთან ასეთ დაბალ ნიშნულზე „ქართული ოცნების“ ურთიერთობები ისტორიულად არ ყოფილა, რაც თავისთავად არ აწყობს ბიძინა ივანიშვილს, რადგან ივანიშვილს არ სჭირდება ასეთი ზედმეტად დაძაბული და წარუმატებელი ურთიერთობები დასავლეთთან. სწორედ ამიტომ ატეხა ღარიბაშვილმა ეს ისტერიული თავდასხმა ოპოზიციაზე, სწორედ მსგავსი განცხადებების გამო არის, რომ დღეს „ქართული ოცნების“ პარტნიორი პარტიის, „სოციალისტური პარტიის“ წარმომადგენლებს  მიაჩნიათ, რომ ირაკლი კობახიძე არის პარანოიდული შიშებით შეპყრობილი პოლიტიკოსი, რომელიც აზიანებს საკუთარი ქვეყნის და სახელმწიფოს მომავალს. სრული პასუხისმგებლობით მინდა ვთქვა, დღეს ჩვენ ეროვნული ამოცანა გვაქვს, რომ გადავარჩინოთ ჩვენი განაცხადის ბედი, რადგან დღევანდელი მდგომარეობა გამოიყურება საკმაოდ მძიმედ“, – განაცხადა სამადაშვილმა.

სალომე სამადაშვილი ხელისუფლებას მოუწოდებს, დაუბრუნდეს შარლ მიშელის შეთანხმებას.

"მივმართავ ხელისუფლებას, დაბრუნდნენ დაუყოვნებლივ მიშელის შეთანხმებაში, შევქმნათ ინტერპარტიული ჯგუფი, რომელიც მიშელის შეთანხმების აღდგენის შემდეგ გაემგზავრება ვიზიტით ბრიუსელში და დაარწმუნებს ჩვენს ევროპელ პარტნიორებს, რომ არ წაართვან ჩვენს ქვეყანას ევროპული მომავლის შანსი. მოვუწოდებ  დაუყონებლივ, დღესვე გაასაჯაროოს ხელისუფლებამ 20-პუნქტიანი დოკუმენტი, რომელიც მიიღო ღარიბაშვილმა ევროკავშირში მისი ვიზიტის დროს, სადაც არის დიდი ჩამონათვალი პრობლემების, რომლებიც დღეს არსებობს ხელისუფლების მხრიდან დაუყონებლივ გადასაჭრელად, ეს უკავშირდება რა თქმა უნდა მართლმსაჯულების რეფორმას პოლიტიკურ მდგომარეობას ქვეყანაში და ბევრ სხვა ვალდებულებას, რომლებიც შეუსრულებელია დღემდე“, – განაცხადა სამადაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები