პენტაგონი - ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტები Harpoon და გამშვები სისტემები უკრაინისკენ უკვე მიემართება

დანია გააძლიერებს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს Harpoon ტიპის ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტებით და სახმელეთო გამშვები საშუალებებით, - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ლოიდ ოსტინმა უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის კონფერენციის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომელსაც, მისი თქმით, 44 ქვეყნის, ნატოსა და ევროკავშირის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მიწოდების დეტალები, დრო და კომპლექსების რაოდენობა ჯერ არ სახელდება.

"განსაკუთრებით მადლობელი ვარ დანიის, რომელმაც დღეს გამოაცხადა Harpoon-ის რაკეტების და გამშვები სისტემების გადაცემის შესახებ უკრაინისთვის, სანაპიროების დაცვაში დასახმარებლად“, - განაცხადა ოსტინმა.

პენტაგონის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ 20-მა ქვეყანამ ასევე გამოაცხადა დახმარების ახალი პაკეტი, ბევრი ქვეყანა უკრაინას მიაწვდის კრიტიკულად საჭირო საარტილერიო იარაღს, ტანკებს და სხვა ჯავშანტექნიკას. რიგმა ქვეყნებმა ასევე შესთავაზეს უკრაინელი სამხედროების მომზადება და მათი სამხედრო სისტემების მოდერნიზება.

ოსტინის თქმით, შეხვედრას ესწრებოდა 40-ზე მეტი თავდაცვის მინისტრი, მათ შორის უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი. გარდა ამისა, ჯგუფს პირველად შეუერთდნენ მინისტრები ავსტრიიდან, ბოსნიიდან, კოლუმბიიდან და კოსოვოდან.

აღსანიშნავია, რომ სწორედ დანიას ჰქონდა შეიარაღებაში უნიკალური Harpoon Coastal Defense System, რომელიც ასევე ცნობილია აბრევიატურით HCDS. ის ქვეყანის შეიარაღებაში იყო 1990-იანი წლებიდან 2003 წლამდე.

Harpoon ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტაა მსოფლიოში.

ასევე ცნობილია, რომ აშშ დიდი ხანია, მუშაობს უკრაინისთვოს შორი დისტანციის ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტების გადაცემაზე, რათა უკრაინამ შეძლოს თავისი პორტების განბლოკვა შავ ზღვაში. არსებობს მხოლოდ ორი ვარიანტი, თითოეულს აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები. საუბარია Harpoon-ის ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტებზე Boeing-დან ან Naval Strike Missile-ზე ნორვეგიული Kongsberg-დან და ამერიკული Raytheon Technologies-დან.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები