მამუკა მდინარაძე - "ნაცმოძრაობის“ დალაგებული სამი მედიასაშუალება, ბოლო სამი დღის განმავლობაში ამტკიცებს, რომ ამერიკის საელჩომ მიზანმიმართულად განახორციელა კონკრეტული მოსამართლის დისკრიმინაცია კონკრეტული ქეისის გამო

ომისა და ღალატის პარტია აკეთებს რუსეთის პუტინის საქმეს. მაგალითად, როდესაც ისინი ამერიკის საელჩოს პირდაპირ უაპელაციოდ აბრალებენ, რომ მათ მოახდინეს დისკრიმინაცია კონკრეტული მოსამართლის კონკრეტული ქეისი გამო. რომ ისინი ცდილობენ, თითქოს, ჩარევას ქართულ მართლმსაჯულებაში. სახალხო დამცველიც მხარს უჭერს და იწონებს დისკრიმინაციის ამგვარ გამოხატვას. მეტი პარადოქსი რა შეიძლება იყოს, - ამის შესახებ ,,ქართული ოცნების’’ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, სამი დღის განმავლობაში, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მართული მედიასაშუალებების მხრიდან მიზანმიმართულად ხდება ამერიკის საელჩოს დადანაშაულება, რომ მათ, კონკრეტული საქმის გამო, მოახდინეს მოსამართლის დისკრიმინაცია. 

"ნაცმოძრაობის დალაგებული სამი მედიასაშუალება ამტკიცებს, ბოლო სამი დღის განმავლობაში, რომ ამერიკის საელჩომ მიზანმიმართულად განახორციელა კონკრეტული მოსამართლის მიმართ დისკრიმინაცია კონკრეტული ქეისის გამო. ამას ამტკიცებენ ბოლო სამი დღის განმავლობაში და ამ დროს, მესიჯ ბოქსი იმდენად აქვთ დალაგებული, რომ აქეთ გვედავებიან, ანუ გაღმა შეედავეს პრინციპით ანტიდასავლური თემების გაღვივებაში.

ანტიდასავლურია, რასაც ისინი ამერიკის შეერთებული შტატებს და მის საელჩოს აბრალებენ. ანტიდასავლურია ის, რომ დანაშაულზე ლაპარაკობენ, მაგალითად, გვარამიას შემთხვევაში და ზოგადად ამბობენ, რომ დემოკრატიას და დასავლეთს არ შეესაბამება მედია მენეჯერის დაკავება. ამ დროს, მედია მენეჯერობა არ არის მთავარი, არამედ დანაშაული ჩაიდინა, თუ უდანაშაულოა ადამიანი“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები