უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 29 350 (+150) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02-დან 24.05-მდე: ტანკები - 1 302 (+9), ჯავშანტექნიკა - 3 194 (+28), საარტილერიო სისტემები - 606 (+2), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა - 201 (+0), საჰაერო თავდაცვის სისტემები - 93 (+0), თვითმფრინავი - 205 (+1), ვერტმფრენები - 170 (+1), საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი - 2 213 (+7), მსუბუქი ჩქაროსნული ნავი - 13 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები - 480 (+4), სპეციალური ტექნიკა - 43 (+0), საკრუიზო რაკეტები - 112 (+2).
როგორც უკრაინის გენშტაბში აცხადებენ, უფრო ზუსტი მონაცემების აღრიცხვას მიმდინარე აქტიური საბრძოლო მოქმედებები ართულებს.