გიორგი კონდახაშვილი - თუკი იქნება ნება, სრულიად შესაძლებელია მესამე პრეზიდენტის სამკურნალოდ ქვეყნიდან გაყვანა

თუკი იქნება ნება, სრულიად შესაძლებელია მესამე პრეზიდენტის სამკურნალოდ ქვეყნიდან გაყვანა, - ამის შესახებ Front News-ს  გახმაურებული საქმეების ადვოკატმა გიორგი კონდახაშვილმა განუცხადა. 

მისი თქმით,  კანონი იცნობს სასჯელის გადავადების შესაძლებლობას.  

"თუკი იქნება ნება,  სრულიად შესაძლებელია მესამე პრეზიდენტის სამკურნალოდ გაყვანა. არსებობს სასჯელის გადავადების შესახებ ჩანაწერი, სადაც წერია, რომ თუ პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა იმდენად  გართულებულია, რომ პენიტენციურ სისტემაში შეუძლებელი იქნება სათანადო მკურნალობის მიღება, შესაძლებელია სასჯელის გადავადება.   გადაწყვეტილება ამის შესახებ შესაბამისმა კომისიამ უნდა მიიღოს ამის შემდეგ პირის გამოჯამრთლებამდე კანონის აღსრულება შეჩერდება“, - განაცხადა კონდახიშვილმა.  

ცნობისთვის, იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე აცხადებს, რომ  მსჯავრდებული პატიმრის საზღვარგარეთ გაყვანის შესაძლებლობას კანონმდებლობა არ იძლევა. 

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან იმყოფება. ამ დრომდე ოჯახის წევრებისთვისაც კი ცნობილი არ არის მისი   ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სამედიცინო დასკვნა. პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტთან შესვლის შესაძლებლობას არ ეძლევა  ალტერნატიული სამედიცინო ჯგუფის ექსპერტებს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები