სოზარ სუბარი - ძალიან მინდა, ალეკო ელისაშვილი "ომის პარტიის“ წარმომადგენლების რიგში არ ჩადგეს

ძალიან მინდა, ალეკო ელისაშვილი „ომის პარტიის“ წარმომადგენლების რიგში არ ჩადგეს, საქართველო ვერ და არ გახდება სანქციების გვერდის არიდების ქვეყანა, მაგრამ არის საკითხები, რაშიც არ ჩაერევა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

როგორც სოზარ სუბარმა აღნიშნა, როდესაც იარაღის მიწოდებას ახორციელებენ ქვეყნები, რომელთაც ნატო-ს ქოლგა იცავს, ყველაფერი გასაგებია, მაგრამ, როდესაც საუბარია, რომ ეს გააკეთოს ქვეყანამ, რომლის 22% ოკუპირებულია, გასაგებია, რა მოჰყვება მსგავს ქმედებებს.

"მინდა, მივმართო ალეკო ელისაშვილს, შეურაცხმყოფელია განცხადება, როდესაც ვამბობთ, რომ ომში მყოფ მეგობარ ქვეყანას საბჭოთა ჯართი მივაწოდოთ, რათა ჩვენ უკეთესი შეიარაღება მივიღოთ. კარგად იცით, რომ ომში მყოფ ადამიანს ყველზე მეტად რაც სჭირდება, ეს არის გამართული იარაღი და გამართული თავდაცვის საშუალება, რათა მისი სიცოცხლე უზრუნველყოფილი იყოს. იმედია, სერიოზულად არ თქვით ეს სიტყვა. როდესაც იარაღის მიწოდებას ახორციელებენ ის ქვეყნები, რომელთაც ნატო-ს ქოლგა იცავს, ყველაფერი გასაგებია, მაგრამ, როდესაც საუბარია, რომ ეს გააკეთოს ქვეყანამ, რომლის 22% ოკუპირებულია და ამ ტერიტორიებზე არიან რეჟიმები, რომელთაც ერთი სული აქვთ როდის ჩაერთვება საქართველო ომში, რომ ინტერესები დაიკმაყოფილონ, ასევე მაშინ, როდესაც ქვეყანაში „მეხუთე კოლონა“ გვყავს, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რათა საქართველო ომში იყოს ჩათრეული, მგონი გასაგებია, რა მოჰყვება მსგავს ქმედებებს. ძალიან მინდა, ალეკო ელისაშვილი „ომის პარტიის“ წარმომადგენლების რიგში არ ჩადგეს. საქართველო ვერ და არ გახდება სანქციების გვერდის არიდების ქვეყანა, მაგრამ არის საკითხები, რაშიც არ ჩაერევა. ჩვენ გვაქვს ის პრობლემა, რაც არ აქვს იმ ძალიან ბევრ ქვეყანას, რომელიც იარაღს აწვდის უკრაინას. მნიშვნელოვანია ამის გააზრება“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები