შიდა ქართლის პოლიციამ განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული გ.ბ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული თავისუფლების 7-დან 15 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 21 მაისს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა 1965 წელს დაბადებულ ჯ.პ.-ს, რომელიც, მიყენებული ჭრილობის შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებული გ.ბ. მომხდარიდან 2 დღეში დააკავეს. 

პოლიციამ, ბრალდებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო ვაზნები ნივთმტკიცებად ამოიღო. 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

უახლესი ამბები