პაატა მანჯგალაძე - თქვენ არ გჭირდებათ ევროპაში ინტეგრაცია, იმიტომ რომ კრიმინალების გარეშე ვერანაირ შედეგს ვერ მიაღწევთ საარჩევნო უბნებზე

"რეგიონში შექმნილი ვითარების ფონზე ძალიან კარგი იქნებოდა და კმაყოფილი ვიქნებოდი დღეს ამ ისტორიული შანსის პირობებში, როცა საქართველო ძალიან ახლოს არის ევროპასთან ინტეგრაციის პროცესზე, არ მიწევდეს საუბარი საქართველოს ხელისუფლების იმ ქმედებებზე, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება ჩვენს ევროპულ არჩევანს და პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ღია ჰიბრიდულ ომშია ჩართული საკუთარ მოსახლეობასთან. დიახ, „ქართულ ოცნებას“ არ სჭირდება ევროპასთან ინტეგრაციის პროცესი, რადგან ევროპაში ინტეგრაცია ნიშნავს უფრო მეტ დემოკრატიას, უფრო მეტ ანგარიშვალდებულებას და პასუხისმგებლობას ხალხის წინაშე. თქვენ არ გჭირდებათ ანგარიშვალდებულება და პასუხისმგებლობა ხალხის წინაშე იმიტომ, რომ ანგარიშვალდებულება და პასუხისმგებლობა გაქვთ ერთი ადამიანის წინაშე“, - მიმართა „ქართულ ოცნებას“ პოლიტიკურ ჯგუფ „რეფორმების ჯგუფის“ წევრმა პაატა მანჯგალაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური განცხადებების რეჟიმში გამოსვლისას.

მისი თქმით, ევროპასთან ინტეგრაციის პროცესი ნიშნავს სოციალურ დახმარებაზე ნაკლებად დამოკიდებულ და უფრო მეტ ძლიერ ოჯახს, შესაბამისად, ნაკლები მანიპულაციის შესაძლებლობას არჩევნებზე, კრიმინალების ნაკლებ ჩართულობას საარჩევნო პროცესში.

"თქვენ არ გჭირდებათ ევროპაში ინტეგრაცია, იმიტომ რომ კრიმინალების გარეშე ვერანაირ შედეგს ვერ მიაღწევთ საარჩევნო უბნებზე. თქვენ არ გჭირდებათ ევროპაში ინტეგრაცია, რადგან ძალიან კარგად გრძნობთ თავს ამ ვითარებაში - იღებთ ხელფასებს, პრემიებს,  არის კორუფცია, იგებთ ტენდერებს დაკავშირებული „ქართულ ოცნებასთან“ ადამიანები. შესაბამისად ევროპა ამის შესაძლებლობას გამორიცხავს. ამიტომ თუ ვინმე იქცა მთავარ დაბრკოლებად ევროპული ინტეგრაციის გზაზე, არის „ქართული ოცნება“ და „ქართული ოცნების“ ლიდერები. და რაც უფრო იზრდება ეს პერსპექტივა, უფრო და უფრო მძიმე ხდება თქვენი განცხადებები. დერეფნებში კი არ აკეთებენ ანტიქართულ განცხადებებს. ანტიქართულ განცხადებებს აკეთებთ თქვენ, როცა ყველა იმ ადამის ევროპარლამენტიდან, რომელიც არის საქართველოს ლობისტი, საქართველოს გაწევრიანების ლობისტი, ლანძღავთ და იხსენიებთ როგორც საქართველოს მტრებს. აი ეს პროცესი ავნებს ევროინტეგრაციის პროცესს. გამიხარდებოდა, ამაზე კი არ ვსაუბრობდეთ პარლამენტი, იდეების კონკურენცია გვქონდეს - როგორ დავამარცხებდით სიღარიბეს, როგორ შევქმნიდით დამატებით სამუშაო ადგილებს, როგორ შემოვიტანდით უფრო მეტ ინვესტიციას, მაგრამ თქვენ ეს არ გჭირდებათ“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები