სტოლტენბერგი - უკრაინაზე რუსეთის თავდასხმა მრავალი წლის განმავლობაში რუსეთის მოქმედებების ნაწილია - გროზნოს განადგურება, საქართველოში შეჭრა, ყირიმის ანექსია, ალეპოს დაბომბვა, ახლა კი ომი უკრაინაში

უკრაინაზე რუსეთის თავდასხმა მრავალი წლის განმავლობაში რუსეთის ქცევის ნაწილია, როდესაც მოსკოვი თავისი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად სამხედრო ძალას იყენებს - გროზნოს განადგურება, საქართველოში შეჭრა, ყირიმის ანექსია, ალეპოს დაბომბვა, ახლა კი ომი უკრაინაში, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.

მისივე თქმით, 2014 წელს უკრაინაში პირველი შეჭრის შემდეგ, ნატო მოემზადა თავდაცვაზე ხარჯების გაზრდით და თანამედროვე შესაძლებლობებში ინვესტირებით.

"ისტორიაში პირველად, ჩვენ გადავისროლეთ საბრძოლო მზადყოფნაში მყოფი ძალები აღმოსავლეთ ფლანგზე, ჩვენ გავზარდეთ ჩვენი ძალების მზადყოფნა. როდესაც რუსეთი მიმდინარე წელს ისევ შეიჭრა უკრაინაში, ნატო მზად იყო. ჩვენ გადავისროლეთ დამატებით ძალები ალიანსის აღმოსავლეთით და ამჟამად ჩვენ გვაქვს 40 ათასი ჯარისკაცი უშუალოდ ნატო-ს დაქვემდებარებაში, რომლებიც უზრუნველყოფილნი არიან მნიშვნელოვანი საჰაერო და საზღვაო მხარდაჭერით. ჩვენ გავაორმაგეთ მრავალეროვანი საბრძლო ჯგუფები ბალტიიდან შავ ზღვამდე და გვყავს 100 ათასი ჯარისკაცი მაღალი საბრძოლო მზადყოფნის ქვეშ, რომლებიც მზად არიან, რეაგირება მოახდინონ ნებისმიერ აგრესიაზე და დაიცვან ნატო-ს ტერიტორიის თითოეული სანტიმეტრი. ეს არის შეკავება, რათა აღმოიფხვრას ნებისმიერი გაუგებრობა. ეს არ არის კონფლიქტის პროვოცირებისთვის, არამედ არის მის ასარიდებლად და მშვიდობის შესანარჩუნებლად“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები