ეკა ბესელია - კობახიძემ აღიარა, რომ ყაჩაღები და რეკეტიორები ჰყავთ უვადო მოსამართლეებად დანიშნული

კობახიძემ  აღიარა,  რომ ყაჩაღები და რეკეტიორები ჰყავთ უვადო მოსამართლეებად დანიშნული, - ამის შესახებ  პარტია „სამართლიანობისთვის“ თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ განაცხადა. 

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე შიშობს, რომ სასამართლოში  კლანური მმართველობა შეიძლება  ჩამოეშალოს. 

"კობახიძემ  თქვა, რომ  ეს მოსამართლეები 2012 წლამდე ყაჩაღები, რეკეტში მონაწილეები იყვნენ და აშშ-ის საელჩოს ისინი დაყავდა სწავლებებზეო. ეს ის მოსამართლეები არიან, რომლებიც აირჩია უვადოდ,  თვითონაც და მთელმა „ქართულმა ოცნებამ“ მისცა ხმა.  ანუ, კობახიძემ  აღიარა,  რომ ყაჩაღები და რეკეტიორები ჰყავთ უვადო მოსამართლეებად დანიშნული. 

დარწმუნებული ვარ, მოსამართლეთა ნაწილს არ მოსწონს ის,  რაც ახლა ხდება, საკმარისია ერთი დენთი, რომ ხუხულასავით დაინგრეს ეს ნაკოწიწები,  კლანური მმართველობის სისტემა. სახიფათო რომ არის ვითარება, ამიტომაა, რომ ასე  თავგამოდებით იცავს ნიკა გვარამიას მოსამართლეს. ამბობს, რომ მოსამართლის გადაწყვეტილებას დაცვა სჭირდება. ავიწყდება კონსტიტუციონალისტ კობახიძეს, რომ სასამართლოს არ სჭირდება პარლამენტიდან დაცვა, ეს ნიშნავს, რომ აღრეულია ერთმანეთში ხელისუფლების ეს შტოები“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები