იან კელი - ტაშს ვუკრავ საელჩოს ასეთი ქმედებისთვის

ტაშს ვუკრავ საელჩოს ასეთი ქმედებისთვის, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა იან კელიმ აშშ-ში გასამგზავრებელ მოსამართლეთა სიიდან მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის ამორიცხვის შესახებ საუბრისას განაცხადა. 

მისი თქმით, აშშ-ის გადასახადების გადამხდელებს არ ესიამოვნებათ ხელისუფლების დაკვეთების შემსრულებელი მოსამართლის დაფინანსება. 

"აშშ და საქართველო ორივე სუვერენული ქვეყანაა და ჩვენ გაგვაჩნია უფლება უარი ვუთხრათ შესვლაზე ნებისმიერ პირს, რომელიც მიგვაჩნია, რომ ჩვენს ეროვნული ინტერესებს ეწინააღმდეგება. 

თუკი სახელმწიფო დეპარტამენტმა გადაწყვიტა, რომ მიუღებელი იყო ამ კონკრეტული პიროვნების ჩართვა  ისეთ პროგრამაში, რომელიც ფინანსდება აშშ-ის მიერ და რომელიც მიმართულია სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის ხარისხის გასაზრდელად, აბსოლუტურად უფლებამოსილია  ეს უარი. 

აშშ-ის  გადასახადების გადამხდელს, ალბათ, არ ესიამოვნება ისეთი მოსამართლის დაფინანსება, რომელიც  რეაგირებს აღმასრულებელი ხელისუფლების სურვილებზე და მათ ასრულებს.  ეს აბსოლუტურად მიუღებელია, მე პირიქით, ტაშს ვუკრავ საელჩოს ასეთი ქმედებისთვის“, - განაცხადა იან კელიმ ტელეკომპანია „მთავართან“ საუბრისას.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები