თამარ კორძაია - მთელი სამყარო გვეუბნება, რომ გვარამიას დაკავება პრობლემაა და ქალბატონი ზურაბიშვილის შეფასება არ გვესმის

მთელი სამყარო გვეუბნება,  რომ გვარამიას დაკავება  პრობლემაა და ქალბატონი ზურაბიშვილის შეფასება  არ გვესმის, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტამა თამარ კორძაიამ განაცხადა. 

მისი თქმით, შიდა და გარე წნეხია საჭირო, რომ ზურაბიშვილმა შეწყალების გადაწყვეტილება მიიღოს.

"ნიკა გვარამია არის ხელისუფლების მძევალი, მისი დაკავებით, ხელისუფლებამ რეალურად,   მთელი ქვეყანა ჩაიგდო მძევლად,  ამიტომ შეუძლებელია არ ვიფიქროთ გამოსავლის გზებზე. ერთი გამოსავალი შეიძლება იყოს რომ საქართველოს პრეზიდენტმა  შეიწყალოს ნიკა გვარამია.  რაც უნდა ჩაედინა ნიკა გვარამიას, ტელევიზიის დირექტორის დაჭერა უკვე ევროპის სასამართლოსთვისაც არის არაპროპორციული სანქცია. მთელი სამყარო გვეუბნება, რომ გვარამიას დაკავება ეს არის პრობლემა და ქალბატონი ზურაბიშვილის შეფასება ჩვენ არ გვესმის. შიდა და გარე წნეხია საჭირო, რომ ზურაბიშვილმა მიიღოს შეწყალების გადაწყვეტილება. ზეწოლა თუ არ იქნა, ის ამის გამკეთებელი არ არის, მას, ალბათ, სჭირდება მეტი დასაბუთება გადაწყვეტილების მისაღებად“, - განაცხადა თამარ კორძაიამ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები