ჯო ბაიდენი - როდის ვაპირებთ, ღვთის სახელით, წინ აღვუდგეთ იარაღის ლობს? რატომ ვართ მზად, ვიცხოვროთ ამ ხოცვა-ჟლეტით?

როდის ვაპირებთ, ღვთის სახელით, წინ აღვუდგეთ იარაღის ლობს? – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ტეხასის ერთ-ერთ სკოლაში მომხდარ თავდასხმაზე საუბრისას, თეთრ სახლში განაცხადა.

"როდის ვაპირებთ, ღვთის სახელით, წინ აღვუდგეთ იარაღის ლობს? ლამაზი, უდანაშაულო, მეორე, მესამე, მეოთხეკლასელი და რამდენი პატარა ბავშვია, ვინც მომხდარის მომსწრეა და ხედავს, რომ მათი მეგობრები კვდებიან. თითქოს ისინი ბრძოლის ველზე არიან, ძალიან დავიღალე და შევწუხდი. არ მითხრათ, რომ ამ ხოცვა-ჟლეტაზე გავლენას ვერ მოვახდენთ, ის, რომ 18 წლის ბავშვს შეუძლია, შევიდეს მაღაზიაში და იყიდოს თავდასხმის იარაღი, უბრალოდ არასწორია. 

ასეთი მასობრივი სროლები იშვიათად ხდება მსოფლიოს სხვა ადგილებზე, რატომ ვართ მზად ვიცხოვროთ ამ ხოცვა-ჟლეტით?! რატომ ვაძლევთ საშუალებას ეს მოხდეს?! დროა ვიმოქმედოთ", - განაცხადა ბაიდენმა. 

ბოლო მონაცემებით, ტეხასის ერთ-ერთ სკოლაში თავდასხმის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა. დაღუპულია 19 ბავშვი და ორი ზრდასრული ადამიანი.

ტეხასის გუბერნატორის გრეგ აბოტის განცხადებით, დაღუპულია თავდამსხმელი 18 წლის სალვადორ რამოსიც, რომელიც პოლიციელის მიერ გახსნილ ცეცხლს ემსხვერპლა. თავდასხმის მოტივი ჯერ უცნობია.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები