მარიამ ჯიშკარიანი - მოვუწოდებ პროკურატურას, რეაგირება მოახდინონ პენიტენციური სამსახურის მხრიდან კანონის დარღვევაზე

მისასალმებელია, რომ როგორც იქნა მოსამართლემ წაიკითხა კანონი და   მიიღო კანონიერი გადაწყვეტილება ექსპერტიზასთან დაკაშირებით, - ამის შესახებ  "ემპათიას" ხელმძღვანელმა  მარიამ ჯიშკარიანმა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის თანახმად, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის მონახულების უფლება დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფს მიეცა. 

ჯიშკარიანის თქმით, პენიტენციური სამსახურის წერილი პრაქტიკულად პატიმრის უფლებების დარღვევის აღიარებას წარმოადგენდა. 

"პირველ რიგში,  მისასალმებელია, რომ როგორც იქნა,  მოსამართლემ წაიკითხა კანონი და  მიიღო კანონიერი გადაწყვეტილება ექსპერტიზასთან დაკაშირებით. ამავე დროს მოვუწოდებ პროკურატურას, რეაგირება მოახდინონ პენიტენციური სამსახურის მხრიდან კანონის დარღვევაზე პატიმრის უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით. 

დღეს ჩვენ მოვისმინეთ პენიტენციური სამსახურის წერილი, რომელიც იყო ფრიად არაადეკვატური, როგორც მათი დიაგნოსტიკა და მკურნალობა, პრაქტიკულად მათ აღიარეს,  რომ არღვევდენ პატიმრის უფლებებს“, - განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები