ირაკლი კობახიძე - იან კელის პოზიციამ გაუადვილა ნიკა გვარამიას, 7 მილიონით გაეძარცვა "რუსთავი 2"

"ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საქართველოში ყოფილი ელჩის იან კელის პოზიციამ თავის დროზე ნიკა გვარამიას რუსთავი 2-ის "გაძარცვაში" ხელი შეუწყო. 

"მე მგონი, კელი და კრამერი საერთოდ აღარ არიან საინტერესო. პირდაპირ გამოიკვეთა, რომ ისინი არიან ლობისტები უკვე ძალიან დიდი ხანია და იან კელის მინდა შევახსენო, რომ მისი პოზიციაც იყო ძალიან პრობლემური თავის დროზე „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით და მისმა პოზიციამაც სამწუხაროდ, პიროვნებაზე მაქვს ამ შემთხვევაში საუბარი, გაუადვილა ნიკა გვარამიას, 7 მილიონით „რუსთავი ორი“ გაეძარცვა. ეს არის ძალიან სამწუხარო. იან კელის არავითარი მორალური უფლება არ აქვს, მით უმეტეს გვარამიას სისხლის სამართლის საქმეზე ისაუბროს გამომდინარე ამ პიროვნული პასუხისმგებლობიდან, რომელიც მას აქვს ამ თემასთან დაკავშირებით", - განაცხადა კობახიძემ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა მოადგილემ დევიდ კრამერმა და საქართველოში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა იან კელიმ ერთობლივი სტატია გამოაქვეყნეს სახელწოდებით "პუტინი მარცხდება უკრაინაში, მაგრამ იმარჯვებს საქართველოში", რომელშიც დიპლომატები „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პოლიტიკას აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ ქართველი ხალხის დიდი უმრავლესობის სურვილის მიუხედავად, გაწევრიანდნენ ნატო-სა და ევროკავშირში, მმართველი პარტია დასავლური ინტეგრაციის პოლიტიკას რიტორიკულად უჭერს მხარს, მისი ქმედებები კი აჩვენებს, რომ არასწორ ჯგუფებს ირჩევს.

სტატიაში ამერიკელი დიპლომატები „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას დაკავებასაც ეხმაურებიან და აღნიშნავენ, რომ ეს კიდევ ერთი ნაბიჯია საქართველოს ავტორიტარიზმისკენ მიმავალ გზაზე.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები