კოლეჯ "იბერიას" ხის მხატვრული დამუშავების პროფესიულ სტუდენტს ფრანგმა ექსპერტებმა 10-დღიანი ტრენინგი ჩაუტარეს

საფრანგეთში, ნოველ-აკვიტანიის რეგიონში მდებარე სურჟერის და პუატიეს მრავალპროფილიანი კოლეჯების ექსპერტებმა - ერიკ თებომ, ჟან-მარკ ტარიანმა, პასკალ ჟომ და დევიდ ეიმ კოლეჯ "იბერიას" ხის მხატვრული დამუშავების პროფესიულ სტუდენტს ვაკო მესხორაძეს ხის დამუშავების პროფესიულ პროგრამებში სწავლების მეთოდების გამოყენებასთან დაკავშირებით  10-დღიანი ტრენინგი ჩაუტარეს.

ტრენინგი ლტოლვილთა დანიის საბჭოს პროქეტის „ეკონომიკური მონაწილეობა, საცხოვრებლით უზრუნველყოფა და სოციალური ინფრასტრუქტურა იძულებით გადაადგილებულ პირთა და მასპინძელი თემებისთვის“ ფარგლებში ჩატარდა. 

პროფესიული განათლების ფრანგული მოდელის შესაბამისად მონაწილეები გაეცნენ ხის მხატვრული დამუშავების პროგრამის საგაკვეთილო პროცესის დაგეგმვას, სწავლების მეთოდებს და ტექნიკას, როგორც ტექნიკური ასევე თეორიული კუთხით და შეფასებისა და კომპეტენციების ვალიდაციის მეთოდოლოგიას.

ორივე პარტნიორ კოლეჯში ტრენინგები ჩატარდა მსგავსი მოდელით, ამიტომაც გამოიკვეთა სესიების იდენტური სპეციფიური მიზნები, რაც გულისხმობს ხის მხატვრული დამუშავების პროგრამის შესაბამისი სასწავლო გეგმის შემუშავების ტექნიკებისა და პედაგოგიური მეთოდოლოგიის გაცნობას შემდეგი ფაქტორების გათვალისწინებით: 1.პროფესიული პროგრამის  სტანდარტი; 2. მოსწავლის დონე; 3. სამუშაო ნახაზების შექმნა და სწავლების მეთოდოლოგია.

ტრენერებმა განსაკუთრებით გამოკვეთეს ის ძირითადი საკითხები, რაზეც ყურადღება უნდა გამახვილდეს სასწავლო პროცესის დროს ხის დამუშავების პროგრამებში.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები