შინაგან საქმეთა სამინისტრო დამოუკიდებლობის დღეს მოქალაქეებს მცხეთაში მასპინძლობს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას და საგამოფენო სივრცეებს, მცხეთის ცენტრალურ მოედანზე, დილიდან აქტიურად სტუმრობენ როგორც მცხეთელები, ასევე, ქალაქის სტუმრები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფი მოქალაქეებს საინფორმაციო და საგამოფენო თემატურ სტენდებთან მასპინძლობს, ასევე, წარმოდგენილია საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, სასაზღვრო პოლიციის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სპეცტექნიკა, აღჭურვილობა და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.

მოქალაქეებს საშუალება აქვთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფების მიერ წარმოდგენილ სხვადასხვა საინფორმაციო ზონაში გაეცნონ უწყების მიერ ევროინტეგრაციის მიმართულებით, ევროპული სტანდარტების შესაბამისად გადადგმულ ნაბიჯებს და წარმატებულ რეფორმებს.

საგამოფენო სივრცის მთავარ შესასვლელთან განთავსებულია საპატრულო პოლიციის სასაზღვრო-საიმიგრაციო კონტროლის იმიტირებული პუნქტი, სადაც სტუმრები გაივლიან „სასაზღვრო კონტროლს“ და მიიღებენ საინფორმაციო რუკას, თუ რომელ ზონებს უნდა ეწვიონ.

ქალაქ მცხეთაში, ღონისძიებაზე მისულ მოქალაქეებს საშუალება აქვთ, „სიცოცხლის ზარის“ სტენდთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შემოსულ რეალურ ზარებს მოუსმინონ. ასევე, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით დანერგილ "112"-ის სერვისებს გაეცნონ.

ცენტრალურ საგამოფენო სივრცეში სტუმრები შეუძლიათ, დაათვალიერონ სტენდებს, სადაც განთავსებულია ქართულ-ევროპული ურთიერთობების და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის ამსახველი მასალები.

ბავშვებისთვის არაერთი თემატური საინფორმაციო-შემეცნებითი აქტივობაა დაგეგმილი, ასევე მოწყობილია გასართობი სივრცეები:

➢ მომსახურების სააგენტო პატარა დამთვალიერებლებს იმიტირებულ ქალაქში მასპინძლობს და ველოსიპედის მართვის მოწმობის ასაღებად სახალისო გამოცდის ჩაბარებას სთავაზობს;

➢ საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის მიერ მოწყობილია იმიტირებული შემთხვევის ადგილი, ასევე, ბავშვებს შეუძლიათ, დეტალურად გაეცნონ, თუ როგორ ხდება თითის ანაბეჭდების აღება;

➢ სასაზღვრო პოლიციამ წარმოადგინა სანაპირო დაცვის მცურავი საშუალების - გემის 2D მაკეტი;

➢ დაცვის პოლიციამ პატარა სტუმრებისთვის მოაწყო იმიტირებული დაცული სახლი და მათ სხვადასხვა სახალისო შემეცნებით აქტივობას სთავაზობს;

➢ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მართავს საინფორმაციო-შემეცნებით შოუს, მეხანძრე-მაშველების მონაწილეობით;

➢ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი - „112“ მოზარდებს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, სპეციალურად მათთვის შექმნილ კომპიუტერულ თამაშებში მონაწილეობას სთავაზობს, საიდანაც შეიტყობენ, თუ როგორ უნდა მოიქცნენ გადაუდებელ შემთხვევებში. გამარჯვებულ ბავშვებს სპეციალური პრიზები გადაეცემათ.

17:10 საათზე, ზუსტად იმ დროს, როდესაც 1918 წელს ნოე ჟორდანიამ საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა, მცხეთაში, როგორც მთელი საქართველოს მასშტაბით, ევროკავშირისა და საქართველოს ჰიმნები გაჟღერდება.შინაგან საქმეთა სამინისტრო მცხეთაში მთელი დღის განმავლობაში უმასპინძლებს სტუმრებს, საღამოს კი ღონისძიება კონცერტით დასრულდება.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები