ბორჯომში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა

ბორჯომში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა. 

26 მაისის ეროვნული დღესასწაული ბორჯომელებს ადგილობრივი ხელისუფლების პირველმა პირებმა და დეკანოზმა იოანე ხეცირიანმა მიულოცა.

"ვულოცავ ჩვენს უმთავრეს ეროვნულ დღესასწაულს - 26 მაისს მთელ საქართველოს, თითოეულ მოქალაქეს. 26 მაისი უმნიშვნელოვანესი თარიღია საქართველოსთვის. საუკუნეების განმავლობაში სამშობლოს თავისუფლება და დამოუკიდებლობა იყო ის მთავარი იდეა და საყრდენი, რაზეც იდგა ქართველი ერი. თაობიდან თაობას გადაეცემოდა დამოუკიდებლობის მოპოვებისა და სამშობლოს გათავისუფლების იდეა. ამ იდეისთვის იბრძოდნენ სამშობლოსთვის თავდადებული გმირები და მათ ბრძოლას უკვალოდ არ ჩაუვლია, 1918 წლის 26 მაისს, ასრულდა ყველა ქართველის სანუკვარი ოცნება და ჩვენმა ქვეყანამ დამოუკიდებლობა მოიპოვა.

მაშინ, საქართველოს დამოუკიდებლობა დიდხანს ვერ გაგრძელდა. თუმცა, ჩვენს ხალხს არ შეუწყვეტია ფიქრი სამშობლოს დამოუკიდებლობაზე. ყველა თაობა გულით და გონებით ატარებდა ამ იდეას.

31 წელია საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა. თითოეულ ჩვენგანის ვალია გაუფრთხილდეს ამ მონაპოვარს,"- განაცხადა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა ოთარ არბოლიშვილმა.

"საქართველო დამოუკიდებლობის დღე საქართველოს ისტორიაში ერთ - ერთი უმნიშვნელოვანესი ეროვნული დღესასწაულია, რომელიც  1918 წლიდან იღებს სათავეს, კერძოდ 1918 წლის 26 მაისს, კვირას, დღის 5:10 საათზე თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ მიიღო საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი, რომლის პირველ პუნქტში ეწერა ,,ამიერიდან საქართველოს ხალხი სუვერენულ უფლებათა მატარებელია და საქართველო სრულუფლებიანი დამოუკიდებელი სახელმწიფოა".

1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის დღე ეროვნულ დღესასწაულად გამოცხადდა.

გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, უფალი გფარავდეთ თითოეულ თქვენთაგანს და სრულიად საქართველოს!,"-განაცხადა ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ზაალიშვილმა.

ღონისძიება მუსიკალური ნომრებით გააფორმეს  ბორჯომის კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან არსებულმა ანსამბლებმა:  “მზეშინამ”,  “ნენანამ” და  “ბორჯომმა”.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები