გიორგი გობრონიძე - თუ ევროკავშირი არ შეჯერდა, რომ რაღაც პერიოდში მაინც დაწიოს ახალი წევრების მიღების სტანდარტი, გაგვიჭირდება სტატუსის მიღება

თუ ევროკავშირი არ შეჯერდა, რომ რაღაც პერიოდში მაინც დაწიოს ახალი წევრების მიღების სტანდარტი, ჩვენ,  ისევე როგორც უკრაინას და მოლდოვას,  გაგვიჭირდება ევროკავშირის კანდიდატი წევრობის სტატუსის მიღება, - ამის შესახებ Front News-ს „ევროპის უნივერსიტეტის“ პროფესორმა გიორგი გობრონიძემ განუცხადა.  

მისი თქმით, საქართველო, რომელიც არის ჰიბრიდული დემოკრატიის ქვეყანა, ვერ აკმაყოფილებს საჭირო მოთხოვნებს, თუმცა გადაწყვეტილება, შესაძლოა, მიღებული იქნეს გეოპოლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარე. 

"ძალიან მნიშვნელოვანია,  რომ მივიღოთ ევროკავშირის კანდიდატი წევრობის სტატუსი და გვაქვს ამისათვის გარკვეული ნაბიჯებიც გადადგმული, მაგრამ  ჩვენ შორს ვართ იმისგან,  რასაც ქვია კონსოლიდირებული დემოკრატია და ზოგადად, ევროპული სახელმწიფო. 

დასავლური ინტეგრაციის პოლიტიკა არ გულისხმობს თავისთავში მხოლოდ დასავლეთთან მჭიდრო პარტნიორობას. ეს გულისხმობს იმავდროულად ქვეყნის ტრანსფორმაციას იმ ღირებულებების შესაბამისად,  რომელზეც არის დაფუძნებული დასავლეთი. ეს ისევ და ისევ  ეხება პოლიტიკურ რეჟიმს, რომელიც არის ქვეყანაში.  ჩვენ დღეს ვართ ჰიბრიდული, გარდამავალი და არა კონსოლიდირებული დემოკრატია. 

ასევე ეს ეხება  იმას, თუ როგორ წარმოვაჩენთ ჩვენს თავს,  როგორც დასავლეთის პარტნიორები.  ამ შემთხვევაშიც შეიძლება თქვათ, რომ ჩვენ გვქონდა როგორც მიღწევები, ისე სერიოზული ხარვეზები, იყო შემთხვევები, როდესაც დასავლელ პარტნიორებს ეჭვიც კი ეპარებოდა ჩვენს საიმედო პარტნიორობაში. 

და ბოლოს,  რამდენად მიიღებს ევროკავშირი სარგებელს ჩვენი წევრობისგან და ჩვენ რამდენად მივიღებთ. 

ჩვენ დღეს გვაქვს ბევრი გამოწვევები და შესაძლოა,  ეს გახდეს ერთგვარი დბროკოლება ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით.  თუ ევროკავშირი არ შეჯერდა იმაზე, რომ რაღაც პერიოდში მაინც დაიწიოს ახალი წევრები მიღების სტანდარტი, ჩვენ,  ისევე როგორც უკრაინას და მოლდოვას,  გაგვიჭირდება ევროკავშირის კანდიდატი წევრობის სტატუსის მიღება. თუმცა,  იმედია, მხოლოდ და მხოლოდ ასეთი ბიუროკრატიული, სტანდარტთან შესაბამისობა არ იქნება ძირითადი განმსაზღვრელი და გაითალისწინებენ გეოპოლიტიკურ რეალობასაც, რომელსაც ქმნის ჩვენი წევრობა“, - განაცხადა გობრონიძემ. 

საქართველოს, უკრაინის და მოლდოვისათვის ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსი მინიჭების საკითხი ერთ თვეში უნდა გადაწყდეს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები